წიგნები, რომელთა წაკითხვის შემდეგ აუცილებლად შეიცვლებით

8ba6d32c7449
Loading...
მათ შეუძლიათ გადაატრიალონ შენი აზროვნება.

ამ ნაწარმოებებს მართლაც შეუძლიათ შეცვალონ თქვენი წარმოდგენა სამყაროზე და მასთან ერთად, ადამიანზეც. გთავაზობთ წიგნებს, რომლებსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და აიღოს თუ არა ეს დატვირთვა საკუთარ თავზე – ყველა თვითონ წყვეტს.

6002260-R3L8T8D-650-1“მარტოობის ასი წელი” – გაბრიელ გარსია მარკესი

ტრაგიკული და, ამავე დროს, სასაცილომდე უცნაურია ერთ შორეულ მიყრუებულ სოფელში – მაკონდოში დასახლებული ბუენდიების გვარის ამბავი. ბუენდიები უმეტესად ძლიერი ვნებებისა და რკინის ნების ადამიანები იყვნენ: უყვარდათ, სძულდათ, შრომობდნენ, ომობდნენ, ერთ დღეს კი თავს დაატყდათ სტიქია და პირისაგან მიწისა აღიგავა მაკონდო და ბუენდიების უკანასკნელი ნაშიერი.


6003260-R3L8T8D-650-2„კატის აკვანი“ –კურტ ვონეგუტი

საკმაოდ საინტერესო, სახალისო, მაგრამ უფრო მეტად დასაფიქრებელი წიგნია. მას აქვს საკუთარი მინუსი, ბევრი სიმართლე და საოცრად ცოტა დრო ჩასაღრმავებლად: მოვლენები ისე ვითარდება, რომ იძულებული ვხდებით გავჩერდეთ და საკუთარ თავს ვკითხოთ „რა წავიკითხე ახლახან“?

ნამდვილად ღირს რამდენიმე წლის ლოდინი იმისთვის, რომ ეს წიგნი თავიდან წაიკითხოთ, გაიაზროთ ის ახალი ხედვით, დაინახოთ გამოტოვებული დეტალები და შეაფასოთ ის სულ სხვა კუთხით.


6003960-R3L8T8D-650-3„მშვიდობით იარაღო“  – ერნესტ ჰემინგუეი

მშვიდობით იარაღო (ინგლ. A Farewell to Arms) — ერნესტ ჰემინგუეის ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი, რომლის მთავარი თემაა პირველი მსოფლიო ომი და სიყვარული. წიგნში, რომელიც დაიწერა 1929 წელს, პირველ პირში ჰყვება ამბავს ამერიკელი ფრედერიკ ჰენრი, რომელიც იყო იტალიის არმიის საველე ჰოსპიტალის ლეიტენანტი.


6004710-R3L8T8D-650-4“ბუზთა ბატონი” – უილიამ გოლდინგი

ნაწარმოები, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო ინგლისურენოვან წიგნად ითვლება. “ბუზთა ბატონი” თარგმანია ძველებრაული ღმერთის ბელზებელის სახელის (ბაალ-ზევუვ, იგივე ეშმაკი ქრისტიანობაში). ავიაკატასტროფის შედეგად, ბავშვბები ინგლისის სკოლიდან ხვდებიან უკაცრიელ კუნძულზე. მოვლენები შესანიშნავად ვითარდება.


6005860-R3L8T8D-650-6„მებრძოლთა კლუბი“ – ჩაკ პალანიკი

წიგნი მოგვითხრობს თავისუფლებაზე, საკუთარი „მე“-ს პოვნაზე. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში სადაც ყველა ადამიანის სურვილი თითქმის იდენტურია. წიგნში გადმოცემულია ადამიანის ხასიათის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაგროვდეს მასში  აგრესია, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მასზე ყოველდღიურმა სტრესმა და სადამდე შეიძლება მივიდეს ის. თუ ეს წიგნი წაკითხული არ გაქვთ, წინ დიდი სიამოვნება გელით.


6005960-R3L8T8D-650-8„451 გრადუსი ფარენჰაითიტ“ – რეი დუგლას ბრედბერი

წიგნი რომელიც  ნებისმიერ ХХI საუკუნის ადამიანს უნდა ჰქონდეს მაგიდაზე, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ რომანში აღწერილ მოვლენებთან. მასში წარმოჩენილია სასოწარკვეთილი ადამიანის უწყვეტი ძახილი, ზოგადი სიბრმავე და ყვირილი დასახმარებლად, როდესაც გმირმაც კი არ იცის თუ სად წავიდეს და რა გააკეთოს.


6006110-R3L8T8D-650-kinopoisk“ნუ მოკლავ ჯაფარას” – ჰარპერ ლი

წიგნი სადაც ბავშვის თვალითაა ასახული, სამართლიანობასთან და უსამართლობასთან ბრძოლა. ის აგრეთვე მოგვითხრობს რასიზმის, აღზრდისა და განათლების პრობლემებზე. ზოგადად ეს არის მთელი ტრაქტატი, სადაც თქვენს კითხვებზე პასუხს მიაგნებთ.


6006660-R3L8T8D-650-2605359_source„მარტინ იდენი“ – ჯეკ ლონდონი

რომანი, რომელიც შეეხება ახალგაზრდა თვითნასწავლ მუშას, რომელიც ცდილობს გახდეს მწერალი. იდენი წარმოადგენს გამომცემელთა სპეკულირებით იმედგაცრუებულ მწერალს. ის გამომცემლობებში უშედეგოდ აგზავნის თავის ნაშრომებს, მათი დაბეჭდვის იმედით.

იდენი უარყოფს სოციალიზმს, თავს ესხმის „მონურ მორალს“ და ეყრდნობა ნიცშესეულ ინდივიდუალიზმს. „აპტონ სინკლერში“ ჯეკ ლონდონი წერს: „ამ წიგნში ერთ-ერთი ჩემი მოტივი იყო ინდივიდუალიზმზე თავდასხმა (მთავარ გმირზე)“.


6007060-R3L8T8D-650-1234„დონ ხუანის მოძღვრება“ – კარლოს კასტანედა

წიგნში მოთხრობილია ამბავი, რომელიც ავტორის მიერ ერთ-ერთი მოგზაურობის საფუძველზე დაიწერა. ის სამკურნალო მცენარის შესახებ ცნობების შესაგროვებლად გაემგზავრა სამხრეთ-დასავლეთით, რომელსაც  ინდიელები იყენებდნენ. ამ წიგნში მოთხრობილი ამბები სწორედ ამ მოგზაურობიდან იღებენ სათავეს.


ch07“ოსტატი და მარგარიტა” – მიხაილ ბულგაკოვი

ბულგაკოვის შედევრი, რომელიც მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა, – ეს არის რომანი სადაც ერთმანეთს სიკეთე და ბოროტება უპირისპირდება, ის მომხმარებელს თავს ახვევს ადამიანის ბუნებას.

loading...

მსგავსი სტატიები