10 წიგნი, რომელიც სიკეთის კეთებას გვასწავლის

loading...

არსებობს ასეთი გამონათქვამი “წიგნი გვაკეთილშობილებს”. ეს მართლაც ასეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვემოთ მოცემულ 10 წიგნს წაიკითხავთ:

რეი ბრედბერი „ბაბუაწვერას ღვინო“

ბრედბერის ეს შედევრი 12 წლის ბიჭუნას ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც სავსეა საინტერესო მოვლენებით. ზაფხულის მზიან დღეებში განვითარებული მოვლენები ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ, უმთავრესად კი, სიკეთესა და ცხოვრების სიტკბოზე.


გორან პეტროვიჩი „ცისგან შექმნილი ატლასი“

ერთი შეხედვით წიგნი საბავშვო ლიტერატურას გავს, თუმცა ის უფროსებსაც დააინტერესებთ და ჩაითრევს კიდეც. ბევრმა იგი შეაფასსა, როგორც “ზღაპარი დიდებისთვის”. თუ გინდათ, რომ სამყაროს სილამაზე შეიგრძნოთ, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ


ელინორ პორტერი „პოლიანნა“

წიგნი, რომელიც გვასწავლის, თუ როგორ შევხედოთ პოზიტიურად ცხოვრების მუქ მხარეს და გავხადოთ ის ნათელი


ერიკ-ემანუელ შმიტი „ოდეტა“

წიგნში გაერთიანებული რვა პატარა მოთხრობა, რომლებიც სიყვარულზე, ოპტიმიზმსა და სიკეთეზეა.


ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი „პატარა უფლისწული“

მკითხველები “პატარა უფლისწულზე” ამბობე, რომ ამ წიგნმა მათ საკუთარი თავი დაუბრუნა


ერლენდ ლუ „ნაივური.სუპერი“

ერლენდ ლუს ეს გენიალური წიგნი მოგვითხრობს შუა ხნის ადამიანზე, რომელსაც ე.წ. შუა ხნის კრიზისი აქვს. ეს ოპტიმისტური წიგნი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდება ამ ასაკში მყოფთათვის.


მაქს ფრაი „უცხო“

ეს არის დეტექტიური ჟანრის წიგნი ზღაპრული ელემენტებით. თუ თქვენ გიყვართ ირონია, ეს წიგნი განსაკუთრებით მოგეწონებათ.


ჯოან ჰარისი „მაყვლის ღვინო“

საუკეთესო წიგნია საკუთარი თავის შეცნობისთვის. წიგნის მთავარი გმირი მიემგზავრება სოფელში საკუთარი თავის შესაცნობად. წიგნმა მილიონობით ადამიანი შთააგონა შეეცვალა რაიმე უკეთესობისკენ.


ფენი ფლეგი „სამოთხე სადღაც ახლოსაა“

წიგნის მთავარი გმირი თავისუფლად ესაუბრება ღმერთსა და ანგელოზებს. წიგნი დაგვანახებს, რომ სამოთხე ჩვენგან ძალიან ახლოსაა და ის საყვარელ ადამიანებში უნდა ვეძებოთ


ანჟელა ნანეტი „ჩემი ბაბუა ალუბალი იყო“

წიგნის მთავარი გმირის ბაბუის დარგული ალუბლის ხის გარშემო ვითარდება მოვლენები ნანეტის ამ შესანიშნავ წიგნში. ხე მთავარი გმირის საუკეთესო მეგობარი ხდება.

 

loading...

მსგავსი სტატიები