10 საუკეთესო ფილმი მამა-შვილის ურთიერთობაზე

Loading...
ბედნიერების კვალდაკვალ (the pursuit of happyness)

ეს არის კრისტოფერ გარნერის, ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ისტორია, რომელმაც მნიშვნელოვანი ინვესტიცია ეგრეთწოდებულ “ძვლის სიმყიფის გამოსაკვლევ სკანერში” ჩადო. თუმცა, მოწყობილობა კარგად ვერ გაყიდა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებზე ოდნავ გაუმჯობესებული ვარიანტი აღმოჩნდა, თან გაცილებით ძვირი. სანამ გარნერი მოწყობილობის უკეთ გაყიდვას ცდილობს, ცოლი მიატოვებს, დაკარგავს სახლს, ბანკის ანგარიშებს და საკრედიტო ბარათებს. გარნერი იძულებული ხდება ბავშთან ერთად ქუჩაში იცხოვროს და სასოწარკვეთილი ეძებს სტაბილურ სამსახურს; მას ბირჟის მაკლერად აიყვანენ, მაგრამ ანაზღაურების მიღებამდე ტრეინინგისთვის და საკუთარი გამოგონების გასაყიდად ექვსი თვე სჭირდება.


ბავშვი (The kid)

ფილმი ითვლება ჩარლი ჩაპლინის ერთ ერთ საუკეთესო ფილმად.პატარა ბავშვს მაიტოვებს დედა, ედნა.მოგვიანებით ედნა აზრს შეიცვლის.


მოსამართლე (the judge)

წარმატებული ადვოკატი, ბრუნდება მშობლიურ ქალაქში დედის დაკრძალვაზე და გაიგებს, რომ მამამის რომელიც ქალაქის მოსამართლეა, აბრალებენ მკვლელობას.


ბოლოს მამა როდის ნახე? (When did you last see your father?)

როდესაც ბლეიკი გა იგებს რომ მამა არტური სიმსივნითაა ავად,მათი ჩხუბის მიუხედავად, იგი ბრუნდება მშობლიურ ქალაქში, მამასთან უკანასკნელი დღეების გასატარებლად.ამ დროის მანძილზე ბლეიკი კარდინალურად შეიცვლის დამოკიდებულებას მამის მიმართ.


მსოფლიოში ყველაზე მაგარი მამიკო (World’s greatest dad)

საშუალო სკოლის მასწავლებელი ლენს კლეიტონი ოცნებობდა გამხდარიყო მდიდარი და სახელგანთქმული მწერალი, მაგრამ არ აუხდა ეს ოცნება. ის ძველებურად პოეზიას ასწავლის დაბალკლასებში. ხელოვნების მასწავლებელ კლერს, რომელსაც ხვდება, არ სურს მასთან სერიოზული ურთიერთობები, შვილი კი არაფრად აგდებს. მიუხედავად ყველაფრისა ლენსი მაინც პოულობს მოკლე, მაგრამ სკანდალურ გზას პოპულარობისკენ.


მოზარდი (boyhood)

2002 წელს რიჩარდ ლინკლეიტერმა დაიწყო თავისი პროექტი. მან დაიწყო სიუჟეტის გადაღება ერთ, უბრალო ოჯახზე, მაგრამ გადაღებები ამ ოჯახის ცხოვრებისა გაგრძელდა 12 წელი. ჩვენ ახლა გვაქვს უნიკალური შანსი ვიხილოთ ამ ოჯახის მთელი ცხოვრება და შევიხედოთ მათ საიდუმლო გამოცდილებაში, შევადაროთ, როგორ იცვლება ამ პერიოდში ჩვენი სამყარო.


ნებრასკა (Nebraska)

მამა-შვილი მიემგზავრებიან მონტანადან ნებრასკაში მილიონ დოლარიანი პრიზის მოსაგებად.


სიცოცხლის ხე (The tree of life)

1950იანი წლების ტეხასი, ოჯახი რომლის ისტორიაც გადმოცემულია უფროსი ვაჟის ჯეკის თვალსაწიერიდან. სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული, სიძულვილი – ყველაფერი ამის გააზრება და საკუთარ თავთან შეგუება უწევთ ფილმის გმირებს.


შემოდგომის ლეგენდები (Legends of the fall)

ისტორია სამ ძმასა და მათ მამაზე, რომლებიც 1900-იან წლებში ამერიკაში ცხოვრობდნენ და თუ როგორ აისახა მათ ცხოვრებაში ბუნება,ისტორია,ომი და სიყვარული.


გზა (The road)

მამა და მისი ვაჟი გადამწვარ ამერიკაში ეულად მიაბიჯებენ, ირგვლივ სიცარიელეა, არაფერი იძვრის, ქარის მოტანილი ფერფლისა და წყლის გარდა. სიცივისგან ქვებიც კი დასკდა, ნაცრისფერად თოვს. ცა მუქია. ისინი სამხრეთისკენ მიდიან, სადაც უფრო თბილა, თუმცა არ იციან რა ელით იქ, ან თუ საერთოდ ელით რამე.

Loading...
loading...

მსგავსი სტატიები