10 უკიდურესად გულში ჩამწვდომი ფილმი

Loading...

არსებობს ფილმები, რომელთა ყურებაც დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. მთელი ორი საათი შეგვიძლია თვალმოუშორებლაც ვუყუროთ, რათა რაიმე არ გამოგვრჩეს. ჯენიუსი ამ სტატიაში გთავაზობთ ათ მართლაც გამორჩეულ ფილმს, რომელთა ყურებაც ნამდვილად ღირს:


წინათგრძნობა / Premonition
ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ცუდი წინათგრძნობა. როდესაც უბრალოდ იცი, რომ მალე რაღაც ცუდი მოხდება. დიასახლისი ლინდა ახლა ზუსტად ასეთმა წინათგრძნობამ შეიპყრო. რაღაც დროის შემდეგ მის სახლში ტელეფონი დარეკავს და უცნობი ხმა ეუბნება, რომ მისი ქმარი დაიღუპა ავტოკატასტროფაში. ლინდა სასოწარკვეთილებაშია. მას არ სჯერა, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო. მეორე დილას გაღვიძებისას ის ხედავს ქმარს ცოცხალს და უვნებელს…


ეჭვმიტანილები / The Usual Suspects
ჩვეულებრივ, ყველა დანაშაულს აქვს მოტივი. ჩვეულებრივ თუ ტარდება ამოცნობის პროცედურა ესეიგი არსებობს თუნდაც ერთი ეჭვმიტანილი. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი დანაშაული… ხუთი დამნაშავე ერთ უცნაურ ადგილას შეხვდებიან ერთმანეთს და გადაწყვიტეს ერთი საქმის გაკეთება. მაგრამ ერთ ვინმეს, რომელსაც მათზე მეტი ძალა და ძალაუფლება გააჩნია, ვისი სახელიც მთელი მსოფლიოს დამნაშავეებს აშინებს, სურს, რომ ამ ხუთეულმა მასზე იმუშაოს… ეს არ იყო ჩვეულებრივი დანაშაული და ისინი – არ არიან უბრალოდ ეჭვმიტანილები…


სანამ დავიძინებ / Before I Go to Sleep
უკვე მეოცე წელია, იმ დღიდან, რაც მწერალი კრისტინა ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მეხსიერება დაკარგა. ყოველ დილით მას ავიწყდება რა მოხდა წინა დღეს. ექიმის რჩევით, ის ხმის ჩამწერი მოწყობილობის მეშვეობით იწერს ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდება. ერთ დღესაც კრისტინა აღმოაჩენს, რომ მის თავს ისეთი რაღაცები ხდება, რაც ჯობია სამუდამოდ დაივიწყოს…


ანგარიშსწორება / Paycheck
წინასწარი მოლაპარაკების თანახმად, ორწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, კომპიუტერული პროგრამების შემქმნელმა ჯენინგსმა 5 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს თავისი სამუშაოსთვის, თუმცა ჩეკის მაგივრად ბანკის თანამშრომელი მას შვიდ უცნაურ საგანს გადასცემს. ჯენინგსი გაოგნებულია. მას სურს გაიგოს, ვინ დართო ნება ამის გასაკეთებლად, და მიიღებს უცნაურ პასუს: მან თვითნ! ამ მომენტიდან ჯენინგსის ცხოვრება მუდმივ გამოძებად გადაიქცევა. გამოძების მთავარი ობიექტი – ის თვითნაა და მისი წარსული. მან უნდა იპოვოს არა მარტო საიდუმლო ადამიანი, რომელიც მას კვალდაკვალ მოსდევს, არამედ შვიდი საგნის მიხედვით მიხვდეს რაზე მუშაობდა ის ორი წლის განმავლობაში. თმცა ეს გამოძება მას სიცოცხლის ფასად შეიძლება დაუჯდეს.


გადატეხა / Fracture
ერთ დღეს მილიონერი ტედი გაიგებს რომ მას თავისი ცოლი ღალატობს.მიუხედავად იმისა რომ ცოლი ძალიან უყვარს ამოიღებს პისტოლეტს და სახეში ესვრის.ფულისა და რიგი ეშმაკობების გამოყენებით იგი შეძლებს ციხეს თავი აარიდოს…


განსაკუთრებული აზრი / Minority Report
2054 წელი. უკვე ექვსი წელი არსებობს განსაკუთრებული კრიმინალური განყოფილება. ფსიქიური ტექნოლოგიების საფუძველზე ექსპერემენტალური პროგრამაა შემუშავებული, რომლის დახმარებით განყოფილების თანამშრომლებს შეუძლიათ გაიგონ ჯერ კიდევ ჩაუდენელი დანაშაულის შესახებ და დააკავონ ეჭვმიტანილი მანამ სანამ მან რამე დანაშაული ჩაიდინა. დამნაშავეების გასამართლების ასეთი სისტემა უფრო და უფრო დიდ პოპულარობას პობულობს. ეს სისტემა იდეალურად მუშაობს, მაგრამ ყველაზე საშინელი მაშინ იწყება, როდესაც შენ თვითონ აღმოჩნდები მკვლელობაში დადანაშაულებული. ერთხელაც განყოფილების უფროსი ჯონ ანდერტონი თვითონ აღმოჩნდება ეჭვმიტანილი დამნაშავე. მას აბრალებენ იმაში, რომ ადამიანის მკვლელობას ჩაიდენს, რომელსაც ის ჯერ კიდევ არ იცნობს. ჯონს არ ჯერა ამის, მაგრამ ახალ ის იძულებულია დაიმალოს თავისივე თანამშრომლებისგან. ერთადერთი შესაძლებლობა მისთვის დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა – ეს აჩვენოს, რომ ახალი პროგრამა შეცდომებს უშვებს და სულაც არ არის ისეთი იდეალური, როგორც ბევრს უნდა რომ იყოს…


წითელი განათებები / Red Lights
ფილმი მოგვითხრობს სკეპტიკი მეცნიერების მარგარეტის და ტომ შესახებ. ჩვენ ვიხილავთ როგორ უპირისპირდებიან ისინი შალატან სასწაულ მოქმედ ადამიანებს თუ როგორ გამოყავთ ისინი სააშკარაოზე…


დროის მარყუჟი / Time Lapse
სამი მეგობარი აღმოაჩენს იდუმალ მოწყობილობას, რომელიც მომავალში იღებს სურათებს. ისინი ამ მოწყობილობას თავიანთ სასიკეთოდ იყენებდნენ, თუმცა ერთხელაც აღმოაჩინეს, რომ მომავლის შეცვლამ შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს მათ.


ტრანსი / Trance
საიმონი არის აუქციონის სახლის თანამშრომელი, რომელიც ფასდაუდებელ ხელოვნების ნიმუშს გადამალავს საიმედო ადგილას, რათა დაიცვას ის ქურდებისგან, თუმცა მალევე საიმონიც კარგავს გონებას და ვეღარ იხსენებს სად დამალა ძვირფასი ნამუშევარი.


ვნება / Passion
ესაა ისტორია ორ გოგოზე, მსხვილი კომპანიის ტოპ-მენეჯერებზე. მათ რომანი ქონდათ ერთი და იგივე თანამშრომელთან, რის გამოც ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ…

ასევე დაგაინტერესებთ:

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები