10 წიგნი, რომელიც გვაკეთილშობილებს

bigstock-girl-dreams-reading-the-book-15369656-2
Loading...

არსებობენი ისეთი წიგნები, რომლებიც თითქოს შინაგანად მზის სხივებით გავსებენ, იწვევენ ღიმილს და ცოტათი გაბედნიერებენ – საბოლოოდ უკეთესსა და უფრო კეთილს გხდიან.

გთავაზობთ ამგვარი წიგნების ჩამონათვალს:

რეი ბრედბერი „ბაბუაწვერას ღვინო“ – შეაბიჯეთ თორმეტი წლის ბიჭის ნათელ სამყაროში და გაატარეთ მასთან ერთად ერთი ზაფხული, რომელიც სავსეა მოვლენებით, მხიარული და სამწუხარო, იდუმალი და შემაშფოთებელი; ზაფხული, რომლის ყოველ ახალ დღეს ხდება საოცარი აღმოჩენები, უმთავრესი მათგან – შენ ცოცხალი ხარ, სუნთქავ, გრძნობ. უბერებელი კლასიკა, რომელიც გაჩუქებთ მზიან განწყობას წვიმიან დღესაც კი.


გორან პეტროვიჩი „ცისგან შექმნილი ატლასი“ – ჯადოსნური ზღაპარი უფროსებისთვის, სერბი ავტორის ფანტაზიის გვერდებზე მოგზაურობა, ოცნებებისა და სიზმრების სამყარო – ყველაფერი ეს „ცისგან შექმნილი ატლასის“ შესახებ არის. ამ წიგნის შინაარსის მოყოლა რთულია: მასში აკვარელის საღებავების სინაზე, სურნელოვანი მცენარეების არომატი და სასწაულების ზღვრული კონცენტრაციაა. რეკომენდებულია ყველასთვის, ვინც დაიღალა ნაცრისფერი ყოველდღიურობისგან.


ელინორ პორტერი „პოლიანნა“ – ადვილია კი ცხოვრებაში მხოლოდ ნათელი მხარის დანახვა ? ალბათ უფრო არა: ჩვენ ხომ დიდები ვართ, თავს უამრავი პრობლემა გვაქვს მოხვეული და მშვენივრად ვიცით, რომ ბევრი კარგი არ არსებობს. მაგრამ თუ ბედნიერებას თამაშად ვაქცევთ, შემდეგ კი ცხოვრების პრინციპად, შესაძლოა, ჩვენ სხვაგვარად შევხედოთ რეალობას. პოლიანნას ისტორია – ყველაზე ჭეშმარიტი ანტიდეპრესანტია.


ერიკ-ემანუელ შმიტი „ოდეტა“ – ეს პატარა წიგნი – სულ რაღაც რვა მოთხრობაა სიყვარულზე, სიკეთესა და ოპტიმიზმზე. რვა ჩანახატი, დახვეწილი ესსე, რომლის ემოციების მრავალფეროვნებაში თქვენ ვერ იპოვით დარდსა და წუხილს. მხოლოდ გულწრფელობა, მგრძნობელობა, სიყვარული და ნამდვილი სიხარულია.


ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი „პატარა უფლისწული“ – თუ თქვენ ხვდებით, რომ საკმაოდ გაიზარდეთ – აღარ უყურებთ ვარსკვლავებიან ცას და აღარ სვამთ კითხვებს, ზომავთ ცხოვრებას ციფრებით, გადაგიყვარდათ ყვავილები – გადაიკითხეთ „პატარა უფლისწული“. ეს ერთ-ერთია იმ წიგნთაგან, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანს საკუთარი თავი დაუბრუნონ.


ერლენდ ლუ „ნაივური.სუპერი“ – ერლენდ ლუ-ს ყველაზე ცნობილი რომანი ადამიანზე, რომელიც ებრძვის „შუა ხნის კრიზისს“, მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს უბრალო და სასაცილო. მაგრამ თუ დავუკვირდებით, დავინახავთ, თუ რაოდენ ჭკვიანური და გულში ჩამწვდომია ეს ოპტიმისტური წიგნი და როგორი მონდომებით არის ყველა დეტალი აღწერილი.


მაქს ფრაი „უცხო“ – ფანტასტიკა და მისტიკა, დეტექტიური სიუჟეტი და ზღაპრული წვრილმანები, ირონიული პაროდია და ფილოსოფიური არაკი საგულდაგულოდ არის შერეული და გულუხვად გაჯერებული იუმორით, რომელიც დასაწყისიდანვე ავტორის სავიზიტო ბარათად იქცა. ჩვეულებრივი ტრამვაი შეიძლება სამყაროთა შორის მოგზაურების საშუალებად იქცეს, ხოლო სიზმრად ნანახი ქალაქი – წარმოუდგენელ რეალობად.


ჯოან ჰარისი „მაყვლის ღვინო“ – წიგნი საკუთარი თავის ძიების, ცვლილებებისა და იმის შესახებ, რომ მაგია ყველა ნაბიჯზე თან გვდევს, საჭიროა მხოლოდ ვისწავლოთ მისი დანახვა. ისტორია მთავარ გმირზე, რომელიც გაემგზავრა სოფელში საკუთარი თავისა და ბედნიერების საძიებლად. ამ ისტორიას შეუძლია მილიონობით ადამიანი შთააგონოსშეცვალონ რაღაც მაინც საკუთარ ცხოვრებაში და შეხედონ მას ცოტათი უფრო მარტივად. დიახ, მხოლოდ ზღაპარია – მაგრამ ხანდახან ჩვენ ყველას ზრდასრულებს და რაციონალურებს ძალიან გვაკლია ზღაპრები.


ფენი ფლეგი „სამოთხე სადღაც ახლოსაა“ – ჩვეულებრივი ადამიანური ბედნიერების კონცენტრატი გელოდებათ ფენი ფლეგის რომანში. ახლახანს მოუსვენარი ელნერი აძვრა ლეღვის ხეზე, რათა მწიფე ტკბილი ნაყოფი მოწყვიტოს, ცოტა ხანში კი უკვე ენერგიულად ესაუბრება ღმერთსა და სამოთხის მაცხოვრებლებს. ამასობაში კი დედამიწაზე ელნერის გარეშე ნამდვილი აურზაური იწყება. შესანიშნავი ნათელი წიგნი იმის შესახებ, რომ სამოთხე მართლაც ახლოს არის – იმ ადამიანებს შორის რომლებიც გვიყვარს.


ანჟელა ნანეტი „ჩემი ბაბუა ალუბალი იყო“ – მოხუცმა ოტავიანომ დარგო ალუბლის ხე, რომელიც გადაიქცა მისი შვილიშვილის საუკეთესო მეგობრად. ასე გაჩნდა ისტორია უჩვეულო ბაბუაზე, რომელსაც შეეძლო მცენარეების მოსმენა და სჯეროდა, რომ „ადამიანი არ კვდება, სანამ ალუბლის ხეები აგრძელებენ მისთვის ცხოვრებას“. პაწაწუნა წიგნი, რომელიც ამტკიცებს მარტივ რამეს: ცხოვრება საოცრებაა.

წყარო: edu.aris.ge

loading...

მსგავსი სტატიები