15 ფილმი, რომელთაც შეუძლიათ თქვენი გონების “აფეთქება”

Loading...

ყველას უყვარს ფილმები დაძაბული და დამაბნეველი მონაკვეთებით. ისინი გვაბნევენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ვაგრძელებთ ყურებას. ასეთი ფილმები ღრმა ფიქრის საშუალებას გვაძლევენ:

 

ჩვენ შევკრიბეთ ასეთი ფილმები და გთავაზობთ ტოპ 10 ფილმს, რომელთაც შეუძლიათ თქვენი გონების “აფეთქება”:

  1. დამალობანა / Hide and Seek

    leadhideandseek
    ფილმის აღწერა: დაქვრივებული კაცი ცდილობს თავის ქალიშვილთან საერთო ენა გამონახოს,რომელმაც დედის სიკვდილი საკმაოდ მძიმედ გადაიტანა.გოგონა თავის წარმოსახვაში შექმნის მეგობრის სახეს,რომელიც აიძულებს,რომ მამაზე შური იძიოს…

  2. ორეული / The Double

    hero_Double-2014-1

    ფილმის აღწერა: საიმონი – მორიდებული და ბეჯითია. სამსახურში მას არ ამჩნევენ, ოცნების გოგო კი ყურადღებასაც არ აქცევს. როგორც ჩანს, ეს გაგრძელდება სამუდამოდ, მაგრამ ერთხელ ოფისში გამოჩნდება ჯეიმსი – გარეგნულად საიმონის ორეული, მაგრამ ხასიათით განსხვავებული – თავჯარებეული, ქარიზმატული ფლეიბოი.

  3. დონი დარკო / Donnie Darko

    Donnie-Darko
    ფილმის აღწერა: უცნაური შემთხვევის შემდეგ ,პრობლემატურ მოზარდს ხილვები აქვს. მას ეჩვენება დიდი კურდღელი, რომელიც მართავს მას და სხვადასხვა დანაშაულისკენ უბიძგებს.

  4. მემანქანე / The Machinist

    5318

    ფილმის აღწერა: ტრევორ რეზნიკს უკვე მთელი წელი არ სძინებია. ცოცხალ ჩონჩხად გადაქცეული, ის ბალანსირებს რეალობის და სიზმრის ზღვარზე. ის დაიღალა საშიში ხილვების უცნაური მოვლენებისგან გარჩევით თავისი ყოველდღიური ცხოვრებიდან. ჭკუიდან რომ არ შეიშალოს ტრევორი საკუთარი უცნაურობების კვლევას იწყებს, ცდილობს გაერკვევს საკუთარ თავში და გაიგოს რამ აქცია ასეთად? საშინელი მოვლენების და მიხვედრების ლაბირინტში სარისკო ძიებისას, ის ვერც კი ხვდება იმას, რის გაგება მოუწევს.

  5. ყუთი / The Box

    the-box-5052ec066ee2a
    ფილმის აღწერა: არტურის და ნორმას ქორწინება დანგრევის პირასაა: ისინი მუდამ ჩხუბობენ, თან ახალგაზრდა ოჯახი ფინანსურ სირთლეებს განიცდის. მოულოდნელად მეუღლეები ყუთის მფლობელები გახდებიან, რომელსაც ღილაკი აქვს. მათ აუხსნიან, რომ თუ კი დააჭერენ ღილაკს, ისინი მაშინათვე 200 000 დოლარს მიიღებენ. მხოლოდ ერთი წვრილმანი არსებობს – ყოველი დაჭერის დროს – სრულიად უცნობი ადამიანი მოკვდება.

  6. იყო ჯონ მალკოვიჩი / Being John Malkovich

    image
    ფილმის აღწერა:კრეგი და მაქსინი უცნაურ კარებს აღმოაჩენენ, რომლის გავლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ცნობილი მსახიობის, ჯონ მალკოვიჩის სხეულში მოხვედრა. ისინი ცდილობენ ეს აღმოჩენა შემოსავლის წყაროდ აქციონ. ყველა კმაყოფილია საწყალი ჯონ მალკოვიჩის გარდა.

  7. შეპყრობილი / Wicker Park

    maxresdefault

    ფილმის აღწერა: მეთიუ, რეკლამის ბიზნესში მომუშავე ახალგაზრდა ჩიკაგოელი, ჩინეთში მივლინებას დროებით გადადებს, როცა დაინახავს ლიზას, მისი ცხოვრების სიყვარულს, რომელსაც ორი წლის წინ შეხვდა და არც კი გამოლაპარაკებია, უბრალოდ რესტორანთან მოჰკრა თვალი.

  8. ობობა / Spider

    spider3
    ფილმის აღწერა: ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გატარებული 20 წლის შემდეგ, უცნაური დენის კლეგი ისტ-ენდში ბრუნდება, სახლში სადაც ბავშვობა გაატარა. ის, ობობის მსგავსად, გადაეშვება მოგონებებში, რომლებიც მის ავადმყოფურ წარმოსახვაში არსებობს… შიში და ტკივილი მისი განუყრელი მეგობრები ხდებიან და მშობლიური სახლი ჯოჯოხეთს ემსგავსება.

  9. მტერი / Enemy

    enemy-two-jakes-jake-gyllenhaal-adam-anthony
    ფილმის აღწერა:ისტორიის მასწავლებელი ტერტულიანო მაკსიმო, რომელიც სულ დეპრესიაშია, ერთ დღესაც ქირაობს ფილმს “მიზანდასახული მონადირის თამაში”. ფილმი მას არ მოეწონება და გადაწყვეტს დაწვეს, თუმცა უცებ გამოეღვიძება რადგან გაახსენდება, რომ ფილმი არ გამოურთავს და მეორე წრეზე ჩაირთო. ამ დროს ტერტულიანომ აღმოაჩინა, რომ მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი როგორც ორი წყლის წვეთი ისე გავს მას. იგი გადაწყვეტს მოძებნოს თავისი ორეული.

  10. ჭუჭყი / Filth

    filth
    ფილმის აღწერა:ფილმის მთავარი გმირი კორუპირებული შოტლანდიელი პოლიციელი ბრიუს რობერტსონია, მას მხოლოდ ორი რამ აინტერესებს სექსი და კოკაინი. ირვინ უელშის ნოველის ეკრანიზაცია.

  11. სამკუთხედი / Triangle

    download (1)
    ფილმის აღწერა:ისტორია მგზავრებს ეხება, რომლებიც ატლანტიკის ოკეანის გავლით იახტით მგზავრობენ. უეცრად, ამინდი უცნაურად შეიცვალება და მგზავრები სხვა გემზე გადასხდებიან, რომ უფრო მეტი მღელვარება გამოსცადონ ღია ზღვაში.

  12. იდენთიფიკაცია / Identity

    Identity-Movie-HD-free
    ფილმის აღწერა:ძლიერი წვიმის გამო ათი მგზავრი იძულებულია უცნაურ მიტოვებულ სასტუმროს შეაფაროს თავი, სადაც როგორც მოგვიანებით ირკვევა, შემთხვევით არ მოხვედრილან.

  13. მოქცევათა ქვეყანა /Tideland

    20190_51
    ფილმის აღწერა:შეაღეთ ჟელიზა-როუზის, უჩვეულო ბავშვის ჯადოსნური სამყაროს კარი.მის სამყაროში ციყვები ლაპარაკობენ, ციცინათელებს სახელები აქვთ და უთავო თოჯინები, რომლებიც მისი მეგობრები არიან, კარადაში ცხოვრობენ.

  14. სინაგანი იმპერია / Inland Empire

    inland-11-1024x548
    ფილმის აღწერა:მსახიობები ნიკი გრეისი და დევონ ბერკი ახალი ფილმის გადაღებებს შეუდგებიან «ON HIGH IN BLUE TOMORROWS». როლში შესვლის შემდეგ ნიკი შეიცვლება: ის ვერ ხვდება სადაა მთავრდება რეალობა და სად იწყება კინო. მოულოდნელად ნიკი გაიგებს, რომ ის არ არის ამ როლის პირველი შემსრულებელი. რამოდენიმე წლის წინ გადაღებები შეწყდა იმის შემდეგ, როგორც მსახიობები მოკლულები იპოვეს. მაგრამ უფრო მეტად ნიკის ანერვიულებს კიდევ ის ფაქტი, რომ მისი გმირი მასზე უფრო რეალური ხდება.

  15. დევიდ გეილის ცხოვრება / The Life of David Gale

    The-Life-of-David-Gale-kevin-spacey-crying

    ფილმის აღწერა:დევიდ გეილი ადვოკატია, ის ცდილობს სიკვდილით დასჯის აკრძალვას. ბედის ირონიით ის თავად აღმოჩნდება სიკვდილმისჯილთა საკანში, განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე დღით ადრე გეილი ინტერვიუზე თანხმდება.

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები