20 კითხვა მათთვის, ვისაც აზროვნება უყვარს

Loading...

არსებობს ასეთი წიგნი – „10000 კითხვა ძალიან ჭკვიანებისთვის“, რომელიც შედგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური თამაშების საფუძველზე (მსგავსად თამაშისა „რა? სად? როდის?“).

კითხვების უმეტესობა შედგენილია ისეთი პრინციპით, რომ მათზე პასუხის გაცემა, სასკოლო პროგრამის ცოდნაზე დაყრდნობით, ფაქტობრივად, ყველას შეუძლია. ზოგჯერ სწორი პასუხის მიგნება თავად კითხვაშიც შეიძლება – საჭიროა მხოლოდ მისი ყურადღებით წაკითხვა.

გთავაზობთ 20 კითხვას, რომლითაც შეგიძლიათ გამოსცადოთ საკუთარი თავი, სწორი პასუხი კი იხილეთ სტატიის ბოლოს

კითხვა 1 – საერთაშორისო ავიაგადაზიდვების წესების მიხედვით, რომელ ორ მგზავრს არ შეუძლია იმყოფებოდეს თვითმფრინავის სალონში სავარძლების ერთ რიგში?11332210-R3L8T8D-650-crowded-airliner_Snapseed

კითხვა 2 – ირანში, ავტობუსში კონდუქტორი არ დადის და დგას ზუსტად შუაში. რატომ?

11333310-R3L8T8D-650-Operatciya-Y1

კითხვა 3 – 1445 წელს მოსკოვში ზარებმა თავისით ატეხეს რეკვა. მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ დადგა სამყაროს აღსასრული. თუმცა ეს „აღსასრული“ გადაიტანეს 1091, 1230, 1626 და 1802 წელსაც. რა მოხდა სინამდვილეში?

11333410-R3L8T8D-650-33

კითხვა 4 – ბირმის მკვიდრი მაცხოვრებლები ზრდიან ღორებს, ყიდიან ჩინელებზე, შემდეგ კვლავმათგან ყიდულობენ ღორის ხორცს. რატომ მიმართავენ ასეთ არამომგებიან მანიპულაციებს?

11333510-R3L8T8D-650-4

კითხვა 5 შვედეთში ძაღლის პატრონები უპირატესობას ანიჭებენ დაბალ, მოკლეფეხება ჯიშებს, მეზობელ ნორვეგიაში კი პირიქით, უყვართ საკმაოდ მაღალფეხებაძაღლები. რითი შეიძლება აიხსნას გემოვნებისასეთი განსხვავება მეზობელ ქვეყნებში?

11333710-R3L8T8D-650-450_131183658545

კითხვა 6 – ყოველდღიურად დედამიწა წონაში 400 ტონას იმატებს. რის ხარჯზე ხდება ეს?

11334510-R3L8T8D-650-Space_Earth_from_space_035859_

კითხვა 7 – რომელი უნიკალური გეოგრაფიული მახასიათებლით გამოირჩევა რუსეთი, თურქეთი და ეგვიპტე?

11334710-R3L8T8D-650-russia-map-2

კითხვა 8 – კოლუმბიის რაიონ მუზოში აკრძალულია ქათმის დაკვლა სახელმწიფო წარმომადგენლის გარეშე. რით აიხსნება ეს უცნაური კანონი?

11334910-R3L8T8D-650-1

კითხვა 9 – მას შემდეგ რაც ლეგენდარულმა პელემ გამოსცა საკუთარი წიგნი „მე – პელე“, მან მიიღო ოქროს მედალი განათლების სამინისტროსგან. რისთვის?

11335110-R3L8T8D-650-0046_1

კითხვა 10 – ღამით მოგზაურობისას, ტროპიკული აფრიკის ზოგიერთი მაცხოვრებელი ფეხზე იბამსმწერებიან ტომარას. რისთვის?

11335410-R3L8T8D-650-FOREST-96756589

კითხვა 11 – მექსიკურ შტატ ტობასკოს ხელისუფლება, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ კანონის მიღებისას, გადააწყდა გადაულახავ წინააღმდეგობას. შედეგად მათ შეძლეს მხოლოდ ერთი სახის ლუდის გაყიდვაზე აკრძალვის დაწესება. ამის გამო ლუდის ბარის მფლობელები გაიფიცნენ. რომელი ლუდის გაყიდვა აეკრძალათ მათ?

11335510-R3L8T8D-650-BeerAlive

კითხვა 12 – სვაზილენდში უწესოდ ითვლება პარლამენტარებისთვის ხელის შეშლა, როდესაც ისინი წინაპრებთან თათბირობენ. რა გზით აკეთებენ ისინი ამას?

11343160-R3L8T8D-650-venskij_parlament_vzglyad_iznutri_-_vena_3_1

კითხვა 13 – როდესაც ველურ აფრიკულ ტომში ვინმე მძიმედ ავადდება, ჯადოქარს შეუძლია ავადმყოფობის გამოდევნა ისე, რომ შესაძლებელია მისი ხელში დაჭერა და შემდეგ გულუბრყვილო თეთრ ტურისტებზე მიყიდვა. როგორ ?

11335760-R3L8T8D-650-1250965-27010673-1600-900

კითხვა 14 – გიბრალტარის სრუტეში არის კუნძული, რომლის გვერდის ავლაც სრუტის გადალახვისას ანტიკურ ხანაში შეუძლებელი იყო. ამით მარჯვედ სარგებლობდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და ყველას ახდევინებდნენ დაწესებულ გადასახადს. რა ეწოდება ამ კუნძულს?

11335910-R3L8T8D-650-cousine-island-5

კითხვა 15 – მსოფლიოში ყველაზე მოკლე მდინარე მდებარეობს აშშ-ში, მისი სიგრძეა 134 მეტრი და აქვს უჩვეულო, მოკლე სახელი, რომელიც იწყება „დ“ ასოთი. დაასახელეთ იგი.

11336010-R3L8T8D-650-----

კითხვა 16 – კოსმონავტები ამბობენ, რომ სიმაღლიდან მდინარის კალაპოტები გამოიყურება, როგორც ცოცხალი ორგანიზმის სისხლის არტერიები. ეს მხატვრული შედარება არც ისე შორსაა სინამდვილისგან. შემთხვევითი არ არის, რომ დიდი სამამულო ომის დროს ოდესელი ქირურგები იყენებდნენ სისხლის შემცვლელად წყალს. რომელს?

11336110-R3L8T8D-650-ISS022-E-19513_lrg

კითხვა 17 – მეორე მსოფლიო ომამდე მფრინავ-დალტონიკებს არ იღებდნენ აშშ-ს საჰაერო ძალებში, მაგრამ 1941 წელს სიტუაცია ძირეულად შეიცვალა – მათ უპირატესობასაც კი ანიჭებენ. რატომ?

11336610-R3L8T8D-650-67

კითხვა 18 – ჩრდილოეთის ზოგიერთი ზღვის ფსკერზე, შედარებით მცირე სიღრმეზე, შესაძლოა, აღმოაჩინოთ მცირე, გათხრილი ჭრილები, რომელთა სიგრძე ასეულობით, სიღრმე – კი რამდენიმე მეტრია. დაასახელეთ მათი შემქმნელი „მთხრელი“.

11337810-R3L8T8D-650-pacific_sunset-wallpaper-1920x1080

კითხვა 19 – რას კიდებდნენ ახალ წელს ჭერში გერმანელები გასული საუკუნის 30-იან წლებამდე?

11337910-R3L8T8D-650-Germany_bLOG

კითხვა 20 – ისლანდია განთქმულია საახალწლოდ მსოფლიო რეკორდების დამყარებით. რომელ საკმაოდ სახიფათო სფეროში ახერხებს იგი ამას?

11338010-R3L8T8D-650-319821_original

 

აი დაპირებული პასუხებიც 😉

პასუხი 1 კატას და ძაღლს.

პასუხი 2 იგი ჰყოფს მამაკაცებსა და მანდილოსნებს.

პასუხი 3 მიწისძვრა.

პასუხი 4 ბუდიზმი უკრძალავს მათ დაკვლას.

პასუხი 5 შვედეთში ძაღლის მეპატრონეებისათვის გადასახადი წესდება ძაღლის სიმაღლის მიხედვით, ხოლო ნორვეგიაში მისი სიგრძის.

პასუხი 6 ამის მიზეზიაკოსმოსური მტვერი.

პასუხი 7 მსოფლიოს ორ ნაწილზე განლაგება.

პასუხი 8 მათ კუჭებში შესაძლოა იყოს ზურმუხტი, რომელსაც ქათმები ყლაპავენ საჭმლის მომნელებელი სისტემის უკეთ მუშაობისთვის.

პასუხი 9 ბევრმა ისწავლა კითხვა მხოლოდ იმიტომ, რომ შეძლებოდათ წაეკითხათ ეს წიგნი.

პასუხი 10 გზის გასანათებლად (ტომარაში აგროვებენ ციცინათელებს).

პასუხი 11 ცივი ლუდის!

პასუხი 12 სიზმარში

პასუხი 13 ჯადოქარი ავადმყოფობას ხსნის ნიღბის მეშვეობით, რომელსაც შემდგომ ბაზარზე ჰყიდიან.

პასუხი 14 ტარიფი.

პასუხი 15 დ (უფრო მოკლეს ვერც იფიქრებდით).

პასუხი 16 ზღვის (მასში კონცენტრირებულია ე.წ. ბიოგენური ნივთიერებები, ქიმიური და ენერგეტიკული მახასიათებლები, რომლებიც ახლოს არის ადამიანის სისხლის შემადგენლობასთან).

პასუხი 17 იმიტომ, რომ ისინი უკეთ ხედავენ შენიღბულ ობიექტებს.

პასუხი 18 აისბერგები, რომლებიც გამოირიყნენ.

პასუხი 19 ნაძვის ხეს.

პასუხი 20 ისლანდია ლიდერობს გაშვებული ფეიერვერკების რაოდენობით.

წყარო: adme.ru

loading...

მსგავსი სტატიები