3 მოკლე იგავი ჩვენზე და ცხოვრების შეხედულებებზე

Loading...

იგავი სამურაიზე

იაპონიაში, ერთ-ერთ სოფელში, დედაქალაქისგან ოდნავ მოშორებით, ცხოვრობდა მოხუცი სამურაი. ერთხელ, როდესაც ის გაკვეთილს უტარებდა მოწაფეებს, მასთან მივიდა სისასტიკით და დაუნდობლობით გამორჩეული ახალგაზრდა მეომარი/მებრძოლი. მისი საყვარელი ილეთი იყო პროვოკაცია: მას მწყობრიდან გამოჰყავდა მოწინააღმდეგე, რომელიც ამ გამოწვევით დაბრმავებული შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და ბოლოს მარცხდებოდა მეომართან.

ახალგაზრდა მეომარმა მოხუცის შეურაცხყოფა დაიწყო: ის ესროდა მას ქვებს, იფურთხებოდა და იგინებოდა უშვერი სიტყვებით. მოხუცი აუღელვებელი რჩებოდა და აგრძელებდა გაკვეთილს. დღის ბოლოს გაღიზიანებული და დაღლილი მეომარი სახლში დაბრუნდა.

მოსწავლეებმა, რომლებიც გაოგნებულები იყვნენ მოხუცის მოთმინებით, კითხეს მას:
— რატომ არ გამოიწვიეთ ის ბრძოლაში, ნუთუ დამარცხების შეგეშინდათ?

მოხუცმა სამურაიმ კი უპასუხა:
— თუ თქვენთან მოვიდნენ საჩუქრით და თქვენ არ მიიღეთ ის, ვისი იქნება ეს საჩუქარი?

— მისი თავდაპირველი პატრონის — უპასუხა ერთ-ერთმა მოსწავლემ.

— იგივეს იმსახურებს შური, სიძულვილი და გინება. ვიდრე თქვენ არ მიიღებთ მას, იგი ეკუთვნის მათ, ვინც მოიტანა ისინი.


15785960-R3L8T8D-650-s

იგავი ორ ფიფქზე

თოვდა. ირგვლივ სიწყნარე და სიმშვიდე სუფევდა, ფაფუკი ფიფქები ნელ-ნელა, ცეკვა-ცეკვით ტრიალებდნენ მიწასთან მიახლოებამდე.

ერთმანეთის გვერდით მოფარფატე ორმა პატარა ფიფქმა დიალოგი გამართა. ერთმანეთს რომ არ დაშორებოდნენ, მათ ხელები ჩასჭიდეს, ერთ-ერთმა მხიარულად თქვა:

— როგორი წარმოუდგენელი შეგრძნებაა ფრენა!

— ჩვენ არ დავფრინავთ, ჩვენ უბრალოდ ვეცემით — მოწყენით პასუხობდა მეორე.

— მალე ჩვენ შევხვდებით მიწას და გადავიქცევით თეთრ ფაფუკ საფარად!
— არა, ჩვენ მივფრინავთ სიკვდილთან შესახვედრად, ხოლო მიწაზე უბრალოდ გაგვთელავენ.
— ჩვენ წყაროებად გარდავიქმნებით და შევუერთდებით ზღვას, ჩვენ ვიარსებებთ ყოველთვის! — თქვა პირველმა.
— არა, ჩვენ დავდნებით და გავქრებით სამუდამოდ —ეწინააღმდეგებოდა მეორე.

ბოლოს მათ მობეზრდათ კამათი.

მათ ხელები გაუშვეს ერთმანეთს და თითოეული გაფრინდა თავის ბედთან შესახვედრად, რომელიც თვითონვე აირჩიეს.


15786710-R3L8T8D-650-der

იგავი ხეზე

გზის პირას იზრდებოდა მომცრო ზომის გადახრილი ხე.

ერთხელ ღამით ქურდმა გაირბინა შორიახლოს, მან შორიდან სილუეტი დაინახა, და შიშისგან ხე პოლიციელად მოეჩვენა და შეშინებული გაიქცა.

ერთ საღამოს შორიახლოს მისეირნობდა შეყვარებული ახალგაზრდა მამაკაცი. მან შორიდან ტანადი სილუეტი დაინახა და გადაწყვიტა, რომ შეყვარებული ელოდებოდა, გაუხარდა და ნაბიჯსაც აუჩქარა.

ერთხელ დედა-შვილმა გაიარა შორიახლოს ხესთან. პატარამ, რომელიც ზღაპრების ბოროტი გმირებით ყო შეშინებული, იფიქრა, რომ მოჩვენება უთვალთვალებდა და ხმამაღლა ატირდა.

მაგრამ… ხე ყოველთვის რჩებოდა მხოლოდ ხედ.

სამყარო ჩვენს ირგვლივ — ეს მხოლოდ ჩვენივე აჩრდილია.

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები