3 ყველაზე ჯანსაღი საუზმე

Loading...
შვრიის ბლინი

ინგრედიენტები:
– 1 ცალი კვერცხი
– 1 ცალი კვერცხის ცილა
– 3 სუფრის კოვზი დაფქული შვრია
– 3 სუფრის კოვზი რძე
– კაკაოს ფხვნილი (თუ შოკოლადის ბლინი გსურთ)

მომზადების წესი:
– კარგად შეურიეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი
– ათქვეფილი თხევადი ცომი მოათავსეთ ტაფაზე, დაახურეთ ტაფას თავსახური და გამოაცხეთ. ბლინმა ყავის ფერი უნდა მიიღოს.
– შეგიძლიათ მიირთვათ ბლინი ნებისმიერ ხილთან ერთად.


ფუმფულა “სირნიკები”

ინგრედიენტები:

– ხაჭო 500 გ
– კვერცხი 2
– შაქარი 2 ს.კ
– ფქვილი 4 ს.კ
– სოდა ძმრით 1/2 ჩ.კ
– მწიკვი მარილი

– ვანილი

მომზადების წესი:
კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ ხაჭო, ფქვილი, სოდა, შაქარი,მწიკვი მარილი, ვანილი და კვლავ ავთქვიფოთ.

ფართო ტაფაზე დავასხათ ცოტა ზეთი და გავაცხელოთ საშუალო ცეცხლზე. კოვზით დავალაგოთ სირნიკების ცომი, ერთმანეთისგან მოშორებით. შევწვათ ორივე მხრიდან. გადმობრუნების შემდეგ ტაფას თავზე დავახუროთ. მზა სირნიკები გადავიტანოთ ხელსახოცზე, ზედმეტი ზეთის მოსაშორებლად. მივირთვათ არაჟნით, მურაბით, თაფლით და ა.შ.


ბრინჯულა
ინგრედიენტები:
კვერცხი 3
არაჟანი 100 გ
ხაჭო ან ყველი 200 გ
ფქვილი 3 ს.კ
სოდა 1/2 ჩ.კ
ზეთი 1 ს.კ
მარილი
მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ არაჟანი, ფქვილი, მარილი და სოდა ან გამაფხვიერებელი.
ბოლოს დაუმატეთ ხაჭო ან ყველი, ზეთი და მოურიეთ.
გაახურეთ ტაფა, გადაიყვანეთ დაბალ ტემპერატურაზე, მოასხით ცოტა ზეთი და დაასხით ცომი; როცა თავი მოუშრება და ქვედა ძირიც შეიბრაწება, გადააბრუნეთ.
მიირთვით ჩაისთან ან წვენთან ერთად, ცხლად.
ცომი სქლად არ დაასხათ, მაქსიმუმ – 2 სმ, რადგან შიგნიდან გამოშრობა გაუჭირდება ან გარედან დაიწვება.
გამოაცხვეთ თავღია ტაფაში, რომ მალე მოუშრეს თავი.
თუ ცომი სქელი გამოვა – გაათხელეთ რძით.
Loading...
loading...

მსგავსი სტატიები