5 აუცილებელი ხრიკი, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

Loading...

ადამიანის სხეული ყველაზე ამოუცნობი მექანიზმია დედამიწაზე. და როგორც ყველა სხვა მექანიზმს, მასაც შეიძლება მოუძებნო გასაღები და გააუმჯობესო სხეულის მუშაობა.
ჯენიუსი გთავაზობთ 5 ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემის მარტივი, მაგრამ ეფექტური მოგვარების გზებს. მათი გამოყენებით ცხოვრებას გაიმარტივებთ.

როგორ შევებრძოლოთ ყელის ტკივილს და დაჭიმულობას?
პასუხი მარტივია, დაისრისეთ ყურები ძლიერად და აუცილებლად იგრძნობთ ყელში შვებას. ყურში არსებული ნერვული დაბოლოებები დასრესის შედეგად გააქტიურდება და დაძაბულობაც გაქრება.

რა უნდა გავაკეთოთ თუ კარგად არ გვესმის საუბარი?
მიუახლოვდით თქო მოსაუბრეს გირჩევდით, მაგრამ ალბათ, ეს უკვე სცადეთ. ახლა გირჩევთ, რომ მარჯვენა ყურით მოუსმინოთ, რადგან მარჯვენა ყური სასაუბრო ბგერების აღქმაზეა პასუხისმგებელი, ხოლო მარცხენა მუსიკალურ ბგერებს აღიქვამს უკეთ.

რა ვქნათ, თუ ინექციის გვეშინია?
უნდა ვიყვიროთ, თანაც ხმამაღლა. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ტკივილის დროს ყვირიან, ნაკლებად გრძნობენ მას.

რა ვქნათ თუ კბილი გვტკივა?
ექიმთან წადით! მაგრამ მანამდე ყინულის ნატეხი დაიდეთ მტკივნეულ კბილზე. ყინული ნერვს გაყინავს და ტკივილიც განახევრდება.

როგორ დავიმახსოვროთ სწრაფად?
ამ თემაზე ორი ვრცელი პოსტი გვაქვს არქივში. ხომ არ გადახედავდით?

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები