5 წიგნი, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს წაკითხული

Loading...
  1. პატარა უფლისწული –  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

    798155-650-1458737695-1

    პატარა უფლისწული ყველაზე კითხვადი და ყველაზე მეტად თარგმანი ფრანგულენოვანი წიგნია. საფრანგეთში ის XX საუკუნისსაუკეთესო წიგნად აღიარეს. გადათარგმნილია 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე (მათ შორის ბრაილზე), მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 140 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და წარმოადგენს ყველა დროის ერთ-ერთ მოწინავე ბესტსელერს.

  2. მერი პოპინსი – პამელა ტრავერსი

    798005-650-1458737695-e8c690f59641f619a77d15e1e35a0ccd
    ისტორია ახალგაზრდა, ლამაზი და უცნაური ძიძის შესახებ, რომელიც არავინ იცის საიდან მოვიდა

  3. ვინი პუჰი – ალან ალექსანდერ მილნი
    798355-650-1458737695-1pooh

    ”ვინი პუჰი” საქვეყნოდ ცნობილი წიგნია. ეს წიგნი პირველად 1926 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე მოიპოვა ბავშვებისა და მათი მშობლების სიყვარული.

    მილნმა ისტორია დათვზე მისი ვაჟიშვილის, კრისტოფერ რობინისთვის დაწერა. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს წიგნი მთელს მსოფლიოში გახდებოდა ცნობილი. იმის მიუხედავად, რომ წიგნი თითმის 100 წლისაა, ის არასდროს კარგავს სიყვარულს ბავშვებში.

  4. ალისა საოცრებათა ქვეყანაში – ლუის კეროლი
    798055-650-1458737695-8235426_orig
    ერთ მშვენიერ დღეს წიგნში თავჩარგულ პატარა ალისას წინ თეთრი კურდღელი გადაურბენს და სწორედ ამის შემდეგ იწყება ნამდვილი თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში. ის, რაც წესით უჩვეულო უნდა ყოფილიყო, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა – ალისამ დაუჯერებელი რამეები ჩაიდინა: ესაუბრა წრუწუნას, ითამაშა ბანქოს მეფე-დედოფალთან, წამში გაიზარდა და წამშივე დაპატარავდა… გაჰყევით წითელთვალება კურდღელს დადევნებულ პატარა გოგონას საოცრებათა ქვეყანაში და ის ამბები, რაც ალისას გადახდა, არასოდეს დაგავიწყდებათ. ინგლისელი მწერლის, ლუის კეროლის მიერ 100–ზე მეტი წლის წინ დაწერილი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ მსოფლიო შედევრად მიიჩნევა და შესულია იმ წიგნთა რიცხვში, რომელიც ყველა განათლებულმა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს.
  5. პეპი გრძელი წინდა – ასტრიდ ლინდგრენი
    pippi


    პეპი – მსოფლიოს ხალხთა ბავშვების უსაყვარლესი წიგნი წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგონას თავგადასავლების შესახებ. წიგნი განკუთვნილია 7-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის.

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები