6 გასაოცარი რამ ინგლისური მარილის შესახებ

loading...

ინგლისური მარილი მაგნიუმის და სპილენძის დიდი რაოდენობით შემცველობით ხასიათდება, ამიტომ იგი დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა სამკურნალოდ.

ეს მინერალი ფართო გამოყენებით ხასიათდება. კერძოდ, იგი კურნავს ნერვულ აშლილობას, ტკივილს, აჯანსაღებს კუნთოვან ქსოვილებს, ებრძვის კანის პრობლემებს, კურნავს ყელის ტკივილს და ხველას, უებარი საშუალებაა დეტოქსიკაციის დროს. გარდა ამ ყველაფრისა, ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკაში.

ინგლისური მარილის სამკურნალო თვისებები:

  1. აცილებს ნამსხვრევებს კანიდან
    თუ სხეულის რომელიმე ნაწილი დაგიზიანდათ მინით ან სხვა ბასრი საგნით და კანში ჩარჩენილი გაქვთ ნამსხვრევები, ინგლისური მარილის საფენი უებარი წამალია. გახსენით წყალში, დაასველეთ ნაჭერი და დაიდეთ დაზიანებულ ადგილას. მარილი დაარბილებს კანს და ნამსხვრევებს კანის ზედაპირზე ამოდევნის.
  2. აქრობს სილურჯეებს
    ორი სუფრის კოვზი ინგლისური მარილი გახსენით წყალში, დაასველეთ ნაჭერი და დაიდეთ დალურჯებულ ადგილას. სილურჯე მალე უკვალოდ გაქრება.
  3. იცავს და აჯანსაღებს კანს
    ინგლისური მარილი უებარი საშუალებაა მკვდარი კანის მოსაშორებლად. თქვენს კანის მკვებავს დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, კარგად აურიეთ, შეიზილეთ კანზე და 5 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  4. აჯანსაღებს თმას
    თუ ძალიან ცხიმიანი თმა გაქვთ, ჩაყარეთ ერთი მუჭა ინგლისური მარილი თქვენს შამპონში, აურიეთ კარგად და დაიბანეთ თმა ჩვეულებრივ. შედეგს მაშინვე დაინახავთ.
    გარდა ცხიმიანობისა, ინგლისური მარილი თმის ცვენასაც შეგიჩერებთ.
  5. კურნავს თავის ტკივილს
    იმისათვის, რომ მოგეხსნათ თავის ტკივილი და დაძაბულობა, აავსეთ აბაზანა ცხელი წყლით, ჩაყარეთ მარილი და ჩაწექით. დაღლილობა და თავის ტკივილი უკვალოდ გაქრება.
  6. კურნავს ნაბახუსევს
    ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი ინგლისური მარილი ჭიქა წყალში და დალიეთ. ეს კონცენტრატი აღადგენს წყლის და მინერალების ბალანსს ორგანიზმში.

 

loading...

მსგავსი სტატიები