6 დიდი შეცდომა, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებს ანგრევს

cover
Loading...

 

ოჯახი ადამიანისთვის სიყვარულისა და მხარდაჭერის უპირველესო წყაროა. სამწუხაროდ, ზოგოერთი ოჯახი არ არის ერთიანი, მისი წევრები ისე იქცევიან, რომ ძნელია ოჯახის ერთობა შეინარჩუნო. ოჯახის ერთობის რღვევის მიზეზის გაანალიზება პრობლემის მოგვარების პირველი ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს.

გთავაზობთ იმ მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება გახდეს ოჯახის ნგრევის მიზეზი:

1. შეურაცხყოფა და კრიტიკა

სიტყვებს დიდი წონა აქვთ. როდესაც ოჯახის წევრების უკეთურ სიტყვებს ვეუბნებით, ამით მხოლოდ ტკივილს ვაყენებთ მათ. ჩვენი ოჯახი უნდა იყოს წახალისებისა და მხარდაჭერის წყარო. უარყოფითი სიტყვები ზიანს აყენებს ოჯახურ ურთიერთობებს. უარყოფითი სიტყვები დიდ ნაპრალს ტოვებს ოჯახის წევრებს შორის. შეურაცხყოფითა და კრიტიკის მიყენებული ტკივილის მოშუშება ძალიან რთულია და, შესაბამისად, დიდი დრო სჭირდება. თუ პრობლემა მყისვე არ აღმოიფხვრა, ნაპრალი შეიძლება უფსკრულად გადაიქცეს. ნებისმიერი ურთიერთობის ხარვეზი შეიძლება მობოდიშებითა და მიტევებით აღმოიფხვრას.

2. ჭორაობა

ჭორაობა დიდი საფრთხის შემცველია. უმეტეს წილად, ადამიანი ჭორაობას იწყებს მაშინ, როდესაც უკმაყოფილოა იმ ადამიანით, რომელზეც ჭორაობს. ვინმეს გაჭორვით ადამიანმა შეიძლება იმ ეტაპზე თავი უკეთესად იგრძნოს, მაგრამ საბოლოოდ ის ვერ იქნება პრობლემის მოგვარების გზა. ჭორაობა მტერია კარგი ურთიერთობისა და სიყვარულის.
თუ ოჯახის რომელიმე წევრთან გაქვს რაიმე უკმაყოფილება, მიდი პირდაპირ მასთან და დაელაპარაკე.  ზურგს უკან საუბარი უფრო მეტად გაართულებს თქვენს ურთიერთობას.

3. ჩართულობის ნაკლებობა

ოჯახურ ცხოვრებაში ჩართვა მნიშვნელოვანია ოჯახის ერთიანობისთვის. ოჯახის ყველა წევრი ჩართული უნდა იყოს ამ პროცესში.
თუ იცი, რომ ოჯახის რომელიმე წევრი კონკრეტულ საქმიანობაში ჩართვაზე იტყვის უარს, მაინც მიდი და ჰკითხე. ხშირად უარს ვამბობთ იმიტომ, რომ დასაწყისში არც გვეკითხებიან გვინდა თუ არა მონაწილეობის მიღება. თუ თქვენი ამოცანა ოჯახის ერთიანობის შენარჩუნება და მის წევრებს შორის სიყვარულის დანერგვაა, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ოჯახური ფუნქციები ყველა წევრზე თანაბრადაა გადანაწილებული.

4. ტყუილი

 

ოჯახში ტყუილი დამანგრეველია. ხშირად ტყუილის გამომჟღავნებას წლები და თაობები სჭირდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის მზის შუქზე ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოვა. თუ არ შეგიძლიათ გულწრფელები იყოთ თქვენი ოჯახის წევრბის მიმართ, მაშინა ამას ვისთან შეძლებთ?

ტყუილი, თუნდაც საიდუმლოს დასამალად, ბზარს ტოვებს ოჯახის ერთიანობაზე. რაც უფრო დიდი და სერიოზულია ტყუილი, მით უფრო დიდ ბზარს ტოვს იგი.

5.  განსხვავებულის მიუღებლობა

ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ერთ ოჯახში, ერთი და იმავე მშობლების მიერ, მზგავსი დისციპლინითა და წესებით, მოზარდობის პერიოდშიი მაინც არ იქნებიან იდენტურად მსგავსები. ყველა ჩვენგანი განსხვავებულია. მიეცით ნება სხვას იყოს განსხვავებული. ის, რომ თქვენ ხართ ერთი მთლიანი ოჯახი, არ ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, ოჯახის ყველა წევრს მსგავსი პოლიტიკური შეხედულებები უნდა ჰქონდეს.

6.  ბოდიშის არ მოხდა და მიუტევლობა

მიტევება და ბოდიშიც მოხდა არის წებო, რომელიც იცავს ოჯახის ერთიანობას. არავინაა სრულყოფილი. ოჯახის ნებისმიერმა წევრმა შეიძლება აწყენინოს მეორეს. უნდა ვიცოდეთ, როგორ გამოვასწოროდ შეცდომა. სიტყვა “ბოდიში” ოჯახის ერთიანობას აძლიერებს. ბოდიშის მოხდით თქვენ აჩვენებთ, რომ ეს ადამიანი თქვენთვის მნიშვნელოვანია და არ გსურთ მან თავი ცუდად იგრძნოს.

 

loading...

მსგავსი სტატიები