7 ფრაზა, რომელიც უნდა გვახსოვდეს, როცა დეპრესიაში ვართ

Loading...

სამწუხაროდ, მსოფლიოში უამრავი ადამიანი იტანჯება დეპრესიით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევით, 350 მილიონამდე ადამიანია დეპრესიაში. არ არის აუცილებელი, რომ სულიერი აშლილობით იტანჯებოდე. ცხოვრებაში ხშირია უსიამოვნო მომენტები, რაც თავისთავად განაპირობებს ჩვენს დეპრესიულ განწყობას. მაგრამ ცხოვრება იმით არის სასიამოვნო, რომ ნებისმიერი განსაცდელისგან შეგვიძლია დავაღწიოთ თავი, მოვიშოროთ ნეგატიური ფიქრები და დავტკბეთ სასიამოვნო მომენტებით. იმისათვის, რომ დაგეხმაროთ ნეგატიური აზრების და განწყობის დაძლევაში, შევაგროვეთ შთამაგონებელი ფრაზები, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ.

11 ფრაზა, რომელიც უნდა გვახსოვდეს, როცა დეპრესიაში ვართ:

  1. პოზიტიური განწყობა მოახვიე თავს შენს დეპრესიულ მდგომარეობას და არა _ პირიქით.
  2. ადამიანი ცხოვრებაში მხოლოდ უარყოფს იმახსოვრებს, მაგრამ მაშინვე ავიწყდება სასიამოვნო მომენტები.
    თუ შეძლებთ და უარყოფით ფიქრებს მაშინვე წაშლით მეხსიერებიდან, რათა სასიამოვნო ფიქრებს ადგილი გაუთავისუფლოთ, მერწმუნეთ, ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედავთ და დაინახავთ, რომ ყოველი დღე ბუნების საჩუქარია.
  3. შინაგანი ბედნიერების მოპოვების ერთერთი გზაა იზრუნოთ გარშემო მყოფთა სულიერ სიმშვიდეზეც. რაც უფრო მეტს ვზრუნავთ სხვის სულიერ განწყობაზე, მეტად ვმშვიდდებით ჩვენც. იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე.
  4. თითოეული განსაცდელი მიიღე, როგორც ბუნების გაკვეთილი. შენს სასარგებლოდ გამოიყენე ტკივილი და გახსოვდეს, რომ მტკიცე ხასიათის გამოწრთობა და ჩამოყალიბება დალხენილი ცხოვრებით არ ხდება.
  5. მარგალიტი არის ცრემლი, რომელიც ხამანწკას ტკივილისგან და ტანჯვისგან მოსდის. ბევრი ცრემლიდან კი ბუნების უმშვენიერესი და უძვირფასესი რამ იქმნება. შენც გახსოვდეს, რომ განსაცდელის ბოლოს უმშვენიერესი მარგალიტი გელოდება.
  6. ზოგჯერ შენი მხიარულება განაპირობებს შენს ღიმილს, მაგრამ ზოგჯერ შენმა ღიმილმა შეიძლება განაპირობოს შენი მხიარულება.
  7. იუმორი აჯანსაღებს სულს და სხეულს. იგი საუკეთესო ანტიდეპრესანტია ბუნებაში. ამიტომ იმეგობრე იუმორთან.
Loading...
loading...

მსგავსი სტატიები