8 მარტივი გზა ფსიქოლოგიური მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად

Loading...

ფსიქოლოგიური მანიპულაცია ხდება მაშინ, როდეს ერთი ადამიანი თავის სასიკეთოდ იყენებს მერეს. მანიპულატორი შეგნებულად  ახდენს ძალის დისბალანსს და მსხვერპლს იყენებს მის სასიკეთოდ.

პრესტონ ლი, ექსპერტი კომუნიკაციის დარგში, გვთავაზობთ 8 მარტივ გზას მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად.

 იცოდე შენი ფუნდამენტური უფლებები

ფსიქოლოგიური მანიპულაციის გამკლავების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა საკუთარი უფლებების ცოდნაა. უნდა ვიცოდეთ როდის ილახება ჩვენი უფლებები. ყველამ უნდა დაიცვას თავისი უფლებები, ისე, რომ სხვას არ მიაყენოს ზიანი.  თუ თქვენ სხვას აყენებთ ზიანს, თქვენ შეიძლება დაკარგოთ თქვენი უფლებებიც. ქვემოთ მოცემულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მოკლე ჩამონათვალი:

  • თქვენ გაქვთ უფლება იყოთ დაფასებული
  • თქვენ გაქვთ უფლება თავისუფლად გამოხატოთ თქვენი გრძნობები, შეხედულებები და სურვილები
  • თქვენ გაქვთ უფლება დასახოთ საკუთარი პრიორიტეტები
  • თქვენ გაქვთ უფლება თქვათ “არა” დანაშაულის გრძნობის გარეშე
  • თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ის, რისთვისაც გადაიხადეთ / გაიღეთ რაიმე
  • თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ სხვებისგან განსხვავებული აზრები და შეხედულებები
  • თქვენ გაქვთ უფლება იზრუნოთ და დაიცვათ  საკუთარი თავი ფსიქოლოგიური, მენტალური ან ემოციური ძალადობისგან
  • თქვენ გაქვთ უფლება შეიქმნათ ბედნიერი და ჯანსაღი ცხოვრება

რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება სავსეა იმ ხალხით, ვინც პატივს არ სცემს და არ იცავს ამ ფუნდამენტურ უფლბებს.  ფქიქოლოგიური მანიპალოტრები ართმევენ სხვებს უფლებებს, რათა უკეთ შეძლონ მათი დამორჩილება და კონტროლი. მიუხედავათ ამისა, თქვენ გაქვთ ძალა და შესაძლებლობა განაცხადოთ, რომ ეს მხოლოდ თქვენ ხართ თვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებელი.

შეინარჩუნეთ დისტანცია

მანიპულატორის აღმოჩენის ერთ-ერთი გზაა დააკვირდე თუ როგორ იქცევა ის უცხო ხალხის წინ და უცხო სიტუაციებში. ზოგიერთი ფსიქოლოგიური მანიპულატორი, როგორც წესი, სხვადსხვაგვარად იქცევა სხვადასხვა ადამიანთან – ერთთან ზრდილობიანი და თავაზიანია, მეორესთან – უხეში. ზოგიერთ სიტუაციაში თუ წყნარია, სხვა დროს აგრესიულია. როდესაც აღმოაჩენ ადამიანში ასეთ თვისეებს, დაიჭირე თავი  მისგან შორს, თუ უკიდურესად აუცილებეი არაა მასთან ურთიერთობა. მანიპულატორის შეცვლა თქვენს საქმიანობაში არ შედის.

შეწყვიტეთ საკუთარი თავის დადანაშაულება

მაშინ, როდესაც მანიპულატორი ცდილობს აღმოაჩინოს თქვენი სისუსტეები, გასაგებია, რომ თქვენ თავი შეიძლება იგრძნოდ არაადეკვატურად ან დაადანაშაულოთ საკუთრი თავი, რომ ვერ შეძელით მანიპულატორის მოთხოვნების დაკმაყოფილება. მნიშვნელოვანი გახსოვდეთ, რომ პრობლემა თქვენში არ არის. თქვენ მანიპულაციის მსხვერპლი ხართ და ამიტომ გრძნობთ თავს ცუდად.
განიხილეთ თქვენი ურთიერთობა მანიპულატორთან და დასვით შემდეგი კითხვები:

  • მისი პატივისცემა წრფელია?
  • ამ ადამიანის მოლოდინება გონივრულია?
  • ვგრძნობ თავს კარგად ამ ადამიანთან ურთიერთობით?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოგცემთ მნიშვნელოვან გასაღებს გარკვიოთ  “პრობლემის” ადრესატი.

დასვით გადასამოწმებელი კითხვები

მანიპულატორი აცუილებლად წაგიყენებთ უამრავ მოთხოვნებს. ხშირად ეს “შემოთავაზებები” აცდენილი იქნება თქვენი მიზნებიდან. როდესაც მანიპულატორი წამოგიყენებთ ასეთ მოთხოვნებს, მნიშვნელოვანია დაუსვათ მას ე.წ. გადასამოწმებელი კითხვები, რათა გადაამოწმეთ აქვს თუ არა მას საკმარისი ცნობიერება პრობლემის აღსაქმელად. ასეთი კითხვების მაგალითია:

  • ეს თქვენთვის მიზანშეწონილია?
  • სამართლიანად ჟღეს ის რასაც ჩემგან ითხოვთ?
  • შემიძლია რაიმეს თქმა?
  • მეკითხებიტ თუ მეუბნებით?
  • ამას ნამდვილად მოელით ჩემგან?

როდესაც მანიპულატორს ეკითხბეით მსგავს კითხვებს, თქვენ მას სარკის წინ აყენებთ და ამჟღავნებთ მის ხრიკებს.

 გამოიყენეთ დრო და თვენი უპირატესობა

როდესაც მანიპულატორი გიყენებთ არაგონივრულ მოთხოვნას, გამოიყენეთ თქვენი ლიდირული უნარ-ჩვევები და უბრალოდ უთხრაით:

“დავფიქრდები ამაზე” / “ვიფიქრებ ამაზე”

ამ რამდენიმე სიტყვას დიდი ძალა აქვს. გამოიყენეთ ეს დრო და დაფიქრდით არსებულ სიტუაციაზე. ამის შემდეგ ადვილად შეძლებთ თქვათ “არა”.

 იცოდეთ, როგორ თქვათ “არა” დიპლომატიურად, მაგრამ მტიცედ

უთხრა “არა” დიპლომატიურად და, ამავე დროს, მკაცრად, ეს არის კომუნიკაციის ხელოვნება. გახსოვდეთ, რომ თქვენი ფუნდამენტური უფლებები მოიცას უფლებას თქვათ “არა” ყოველგვარი დანაშუალის გრძნობის გარეშე.

 განსაზღვრეთ შედეგები

შედეგის განსაზღვრის უნარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა რთულ ადამიანთან გასამკლავებლად.

 დაუპირისპირდით ბულინგს (ჩაგვრას)

ფქიქოლოგიური მანიპულატორი აგრეთვე ხდება მჩაგვრელიც. ის ზიანს აყენებს სხვებს.

 

 

 

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები