(8 ფოტო) რას ნიშნავს იყო ნამდვილი მასწავლებელი?

880355-42491005-2211-1468663262-1410-1-1468663262-1468732558-650-3b83f00bb9-1476456210
Loading...

ალბათ, თითოეულ ჩვენგანს გვყავს ან გვყავდა ფავორიტი მასწავლებელი სკოლაში, რომლის ჩატარებული გაკვეთილი არასოდეს დაგვავიწყდება. მასწავლებელი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში.

ამ სტატიაში გთავაზობთ ფოტო გალერეას. ფოტოებზე სხვადასხვა ეროვნების და პროფესიის მასწავლებლები არიან აღბეჭდილი. მათი პროფესიონალიზმის შეფასება თქვენთვის მოგვინდია.

როდესაც ერთერთი სტუდენტი ლექციაზე ბავშვით მივიდა, რადგან ვერავისთან დატოვა, ბავშვმა ტირილი დაიწყო. პროფესორმა კი ბავშვი აიყვანა, გააჩუმა და გააგრძელა ლექციის ჩატარება.

“რასაც ვამბობ, ყველაფერი იქნება გამოცდაზე” – საჭიროა მხოლოდ მოსმენა

ისტორიის მასწავლებელი. რომელ ეპოქას უხსნის სტუდენტებს, ადვილი მისახვედრია

ხელოვნების მასწავლებელი ყოველ გაკვეთილზე ახალ ნახატს ხატავს დაფაზე, რათა შთააგონოს სტუდენტები

გამოსავალი ყოველთვის არსებობს

ამ მასწავლებელმა კი ნიძლავი წააგო. მან პირობა მისცა სტუდენტებს, რომ თუ ყველა მათგანი გამოცდას მაღალ ქულაზე ჩააბარებდა, მეორე გაკვეთილზე სკუბი დუს ფორმით ჩაატარებდა გაკვეთილს. ალბათ, მიხვდით რა შედეგით დასრულდა გამოცდა.

სტუდენტს ჩაეძინა, მაგრამ მასწავლებელმა იგი არ გააღვიძა

მათემატიკის მასწავლებელი აღნიშნავს “π “-ის (მათემატიკური რიცხვი) დღეს.

 

loading...

მსგავსი სტატიები