10 წიგნი, რომლებსაც შეუძლიათ ტვინის ამუშავება

დაწვრილებითი ინსტრუქცია, თუ როგორ მოვეპყრათ ტვინს, რათა მან იმუშაოს შეცდომების გარეშე და ჰქონდეს გენიალური გადაწყვეტილებები, წარმოდგენილია ქვემოთ ჩამოთვლილ წიგნებში, საჭიროა, მხოლოდ მოთმინებითა და ოპტიმიზმით აღიჭურვოთ და შეუდგეთ დავალებების შესრულებას.

loading...

„შენი თავისუფალი დრო“ ვიქტორ ბოლხოვიტინოვი

თუ გსურს ტვინის გავარჯიშება – შეასრულე მათემატიკური დავალებები. ამ საბჭოთადროინდელ კრებულში თავმოყრილია დავალებები, ცდები, თამაშები, თავსატეხები და კროსვორდები.

„აინშტაინი სეირნობს მთვარეზე, დამახსოვრების მეცნიერება და ხელოვნება“ ჯ. ფოერი

წიგნში მოთხრობილია 12 თვეზე, რომლებიც ავტორმა გაატარა საკუთარი მეხსიერების, მისი შინაგანი მექანიზმების, თავდაცვის ბუნებრივი მეთოდების, ფარული პოტენციალისშესწავლასადაწვრთნაში.

„ტვინის განვითარება, როგორ ვიკითხოთ სწრაფად, დავიმახსოვროთ უკეთ და მივაღწიოთ დიდ მიზნებს“, რ. საიპი.

ესარის დროით გამოცდილი რეცეპტების კრებული, რომლებიც ერთი შეხედვით ბანალურად მოგეჩვენებათ, სამაგიეროდ მუშაობენ იმდენად ეფექტურად, რომ იფიქრებთ, მეხსიერებასთან პრობლემა არც კი გქონიათ.

„სუპერსავარჯიშო ტვინისათვის“, ჩ.ფილიპსი

ამ წიგნში თავმოყრილია ასამდე სხვადასხვა თავსატეხი ინტელექტისგანვითარებისთვის. თავიდან მარტივი დავალებებია„გახურებისათვის“, შემდეგ გართულებული სავარჯიშოები, ფინალში კი – ნამდვილი „რბენა დაბრკოლებებით“. ყველაფერ ამასთან ერთად, წიგნში მრავლად არის სახალისო ფაქტები ტვინზე.

„შერლოკ ჰოლმსის თავსატეხები“, რიჩარდ ვ. გალანდი

ამ წიგნში გელით სხვადასხვა დონის ყველანაირი გამოცანა და თავსატეხი: ელემენტარულიდან დაწყებული, დამთავრებული ისეთებამდე, რომლებზეც თვით შერლოკ ჰოლმსს მოუწია დაფიქრება.

loading...

მსგავსი სტატიები