ოთარ ჭილაძის გენიალური ფრაზები რომანიდან “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”

ყოველმან ჩემმან მპოვნელმან — ოთარ ჭილაძის რიგით მეორე რომანი. პირველად გამოიცა 1976 წელს. რომანი თარგმნილია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და მსოფლიოს სხვა ენებზე. “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” ალეგორიულად ასახავს ფეოდალური საქართველოს უკანასკნელ დღეებსა და რუსეთის იმპერიული ძალაუფლების ისტორიულ-პოლიტიკური ეპოქის დადგომას. ნაწარმოები დატვირთულია სიმბოლოებით, ალეგორიებით და პასაჟებით ბიბლიიდან თუ საქართველოს ისტორიიდან.

loading...

? ქალს რამეზე ხელი რომ ააღებინო, სამაგიეროს უნდა დაჰპირდე, თან უკეთესს.

? უბედურებაში ჩავარდნილ კაცს ყველაზე მეტად თანაგრძნობა სჭირდება, თუნდაც მოჩვენებითი, ყალბი, მოვალეობის მოსახდელი.

? უბედურებაზე უფრო, მარტო დარჩენის ეშინია კაცს.

? ტკივილი და სიბრაზე ადამიანს უფრო გულახდილს ხდის, უფრო გულწრფელს, ვიდრე მერეა, როცა სიბრაზე გადაუვლის და ტკივილიც ჩაუწყნარდება.

? როცა ანგარებაა გარეული საქმეში, გინდა ერთ კაცს დაუწექი და გინდა მთელ ქალაქს, მაინც მეძავი ხარ, რადგან სხეულს ყიდი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ერთი მუშტარი გყავს თუ ათასი, ფულს გიხდიან თუ ერბოს.

? კაცს ქალი რყვნის.

? ცხოვრება გაწბილებული ოცნებაა, საწინააღმდეგოდ ამხდარი სიზმარია, ლამაზი, ყურის მაამებელი, გულის გამკეთებელი სიტყვა კი არაა, არამედ ამ ლამაზი სიტყვებიდან დაბადებული მკაცრი და დაუნდობელი სიმართლე

loading...

მსგავსი სტატიები