როგორ და რატომ უნდა შევწყვიტოთ ადამიანების გაკიცხვა

როდესაც ყველას და ყველაფერს ვაკრიტიკებთ, ამით არაფერს ვსწავლობთ.

loading...

ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოზიტიური ცვლილება, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, იყო მომენტი, როდესაც შევწყვიტე ადამიანების გაკიცხვა. ამან უკეთესი ადამიანი და მეგობარი გამხადა. მე ამას ვამჩნევ!

არ ვაპირებ დავწერო, რომ ადამიანებს აღარასოდეს განვიკითხავ – ეს ადამიანების ინსტიქტია და არც მე ვარ გამონაკლისი. თუმცა ვისწავლე, როგორ ვაკონტროლო თავი და გავაცნობიერე თუ რამხელა ზიანს ვაყენებთ ადამიანს, როდესაც განვიკითხავთ.

სიტყვა “ზიანი” უბრალოდ არ გამოვიყენე. დიახ, ეს ზიანია! ეს არ არის უბრალოდ “ცუდი” რაღაც!

როგორ ზიანს აყენებს გაკიცხვა ადამიანს

ნება მომეცით, პირადი მაგალითი მოგიყვეთ, რათა ნათლად დაგანახოთ თუ რა ზიანს ვაყენებთ მეგობრებსა და უბრალო ნაცნობებს, როდესაც მათ განვიკითხავთ:

რამდენიმე დღის წინ ერთ ჩემს ძველ მეგობარს ვესტუმე. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს – მძინე წონის გამო სისხლის წნევა აწუხებს. მიუხედავად მისი ჯანმრთელობის პრობლემებისა, ის ყოველთვის არაჯანსაღი საკვებით იკვებება და არასდროს ვარჯიშობს. ამის გამო, მას ყოველთვის განვიკითხავდი. ზოგჯერ უხამს სიტყვებსაც არ ვიშურებდი. ვერ ვხვდებოდი, რომ ამით მას ირიბად შეურაცხყოფას ვაყენებდი.

პრობლემა იმაშია, რომ ვერ ვხვდებოდი რამდენად რთული იყო ჩემი მეგობრისთვის ყოველ ნახვაზე მის სიმსუქნესა და ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბარი. მოგვიანებით გავაანალიზე, რომ ის ამით კომპლექსდებოდა. თავს გრძნობდა, როგორც ყველასგან გარიყული, შეუხედავი, არასასურველი მეგობარი.

მის სიმსუქნეზე საუბრისას და გაკიცხვისას მავიწყდებოდა უფრო მნიშვნელოვანი – მისი ადამიანური თვისებები. ის ნამდვილად შესანიშნავი ადამიანი და მეგობარია. მე კი, ვერ ვაფასებდი ამას, რადგან ყოველთვის ვაკრიტიკებდი და თავს ვახვევდი ჩემს პირად შეხედულებებს. მე ხომ არასდროს მიკითხავს რას გრძნობდა ან ფიქრობდა ის. არასდროს მიკითხავს იმ დიდ დარდზე, რომელსაც გულით ატარებდა.

როგორ შევწყვითოთ გაკიცხვა მისი დაწყებისთანავე

თუ შენ

loading...

მსგავსი სტატიები