მთავარი საკითხავი ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის ცხოვრებისეული გამონათქვამები

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის ცხოვრებისეული გამონათქვამები

by guramus

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის ცხოვრებისეული გამონათქვამები

„როცა კარგ რამეს ვაკეთებ, თავს კარგად ვგრძნობ, როცა ცუდს, ცუდად. ესაა ჩემი რელიგია“.

„ვინც არ უნდა იყო, პირველ რიგში, იყავი კარგი კაცი“.

„ის, რომ ზოგიერთებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, იმას ამტკიცებს, რომ სხვებსაც შეუძლიათ იგივეს გაკეთება“.

„ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი ყველაფერს ნიშნავს“.

„თითქმის ყველა კაცს აქვს უნარი გაუძლოს გასაჭირს, მაგრამ თუ გინდა რომ კაცის ნამდვილი ხასიათი გამოსცადო, მას ძალაუფლება უნდა მისცე“.

„ქორწინება არც სამოთხეა და არც ჯოჯოხეთი, იგი უბრალოდ სალხინებელია“.

„უმჯობესია მდუმარე იყოთ და ჩათვალონ, რომ სულელი ხართ, ვიდრე დააღოთ პირი და მართლა სისულელეები წამოროშოთ“.

„ცხოვრების დასასრულს მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, თუ რამდენი წელი იცოცხლე, არამედ იმას, თუ ამ განვლილ წლებში როგორ იცხოვრე“.

„თუ ეს ყავაა, გთხოვთ იქნებ ჩაი მომიტანოთ; თუ ეს ჩაია, გთხოვთ ყავა მომართვათ“.

„არასოდეს გამაჩნდა პოლიტიკა, უბრალოდ ვცდილობდი ყოველდღიურად ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა“.

„მიყვარს იმ კაცის ნახვა, ვინც ამაყობს იმ ადგილით, სადაც თავად ცხოვრობს. მიყვარს იმის ყურებაც, როცა თავად ადგილი ამაყობს მისი გაზრდილი კაცით“.

„ადამიანის ხასიათი ხეს წააგავს, რეპუტაცია კი ჩრდილს. ჩრდილი ისაა, რასაც ჩვენ მასზე ვფიქრობთ, ხე კი ნამდვილი რამ“.

„დარწმუნებული იყავი, რომ შენს ფეხებს მართებულ ადგილას ადგამ და შემდეგ უკვე შეგიძლია მყარად დადგე“.

„ამერიკა არასოდეს განადგურდება გარედან. ჩვენი თავისუფლების დაკარგვა და წაფორხილება მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა თავად ჩვენ გავანადგურებთ ერთმანეთს“.

„როგორ ფიქრობთ, არ ვანადგურებ ჩემს მტრებს იმით, რომ მე მათ ვიმეგობრებ?“

„ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენი შეუპოვარი გაბედულება, იყო წარმატებული, ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ“.

„შენი მეგობარი ისაა, ვისაც იგივე მტერი ჰყავს, ვინც შენ“.

„ყველაფერ იმას, რაც ვარ ან რასაც ვიმედოვნებ რომ ვიქნები, ჩემს ანგელოზ დედას ვუმადლი“.

„მომეცი 6 საათი ხის წასაქცევად და პირველ 4 საათს ნაჯახის ასალესად გამოვიყენებ“.

„კომპლიმენტი ყველას მოწონს“.

„ყველას სურს ხანგრძლივად იცხოვროს, მაგრამ არავის უნდა იყოს მოხუცი“.

„უნამუსო ადამიანი მაგონებს კაცს, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია“.

„ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ვისაც ნაკლოვანებები არ გააჩნია, ძალიან ცოტა ღირსება აქვს“.

„შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ“.

„მატყუარას კარგი მეხსიერება სჭირდება“.

„ის, რაც ზნეობრივად მცდარია, ვერასოდეს იქნება პოლიტიკურად მართებული“.

„როცა აღსასრულის დღე დგება, ცხოვრება წლებით კი არა, წლებში ცხოვრებით იზომება“.

„ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო ბაბუაჩემი, გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის თუ ვინ იქნება ჩემი შვილიშვილი“.

„ბიოგრაფიები უმეტესად იმიტომ იწერება, რომ სიცრუე დააკანონონ და შთამომავლობას ჭეშმარიტება დაუმალონ“.

„მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნება“.

„ადამიანთა უმეტესობა ბედნიერია ისე, როგორც გადაწყვეტს, რომ ბედნიერი იყოს.