მთავარი რჩევები რამდენად საშიშია ენერგეტიკული სასმელები ჩვენი ჯანმრთელობისთვის

რამდენად საშიშია ენერგეტიკული სასმელები ჩვენი ჯანმრთელობისთვის

by guramus

ამერიკის გულის დაავადებების კვლევის ასოციაციამ ჩაატარა კვლევა, თუ რა გავლენა აქვს ენერგეტიკულ სასმელებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. კვლევის შედეგები საყურადღებოა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის.

მეცნიერებმა კვლევაში მონაწილეობა 18 ახალგაზრდეს სთხოვეს, რომლებიც ორ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფის წევრები ექვსი დღის განმავლობაში იღებდნენ ენერგეტიკულ სასმელებს (დღეში დაახლოებით 0,95 ლიტრი) , რომელიც დიდი რაოდენობით შაქარსა (108 გრ) და კოფეინს (320 მგ) შეიცავდა. მეორე ჯგუფის წარმომადგენლებიც იგივე რაოდენობის ენერგეტიკულ სასმელებს იღებდნენ, თუმცა აასთან ერთად იღებდნენ ალუბლის წვენსა და გაზიან წყალს.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ პირველი ჯგუფის წარმომადგნლების გულის ცემა ექსტრემალურად იზრდებოდა, რაც ჯანმრთელობისთვის არაა სასურველი და დამაზიანებელია. ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ფრთხილი დამოკიდებულება ჰქონდეთ ენერგეტიკული სასმელების მიმართ, განსაკუთრებით მათ, ვისაც გულის პრობლემები აწუხებთ.

 

წყარო: newsroom.heart.org

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: