მთავარი საკითხავი ვინ არის ჰარუკი მურაკამი და რჩევებს გვიზიარებს ის

ვინ არის ჰარუკი მურაკამი და რჩევებს გვიზიარებს ის

by guramus

ჰარუკი მურაკამი იაპონელი მწერალია, რომელიც არაერთი ცნობილი რომანის ავტორია. ის 2005 წელს ჟურნალ “Time”-ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა. მწერალი გვირჩევს, რომ აუცილებლად უნდა წავიკითხოთ შემდეგი 5 წიგნი, თუ გვსურს, რომ განვვითარდეთ და საკუთარი თავი ვიპოვოთ.

 

ფრანც კაფკა – “გოდოლი”

 

“გოდოლი”- ფრანც კაფკას დაუსრულებელი რომანია, მთავარ გმირს ქვია –  “K. ” არსებობს მოსაზრება, რომ მწერალმა პერსონაჟს სრული თავისუფლების გამო დაარქვა “K” და მკითხველს დაუტოვა საფიქრალი. პერსონაჟი მიემგზავრება სოფელში. გზაში გმირს გადახდება მეტად უცნაური თავგადასავალი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით როგორ დამთავრდება მისი ისტორია.

 

 

 

ფიოდორ დოსტოევსკი – “ძმები კარამაზოვები”

 

სამი ძმა – დიმიტრი (მიტია), ივან, ალექსეი (ალიოშა) ფიოდოროვიჩ კარამაზოვი და მამა – ფიოდორ პავლოვიჩ კარამაზოვი, ოთხი მთავარი პერსონაჟი და დანარჩენები…

დოსტოევსკის აქვს უნარი მკითხველი შეახედოს პერსონაჟის შინაგან სამყაროში და მისი განცდების სრულად გაზიარება აიძულოს.

 

 

 

 

 

 

ჯერომ სელინჯერი – “კლდის პირზე, ჭვავის ყანაში”

 

“ცხოვრება მართლაც თამაშია, ისეთი თამაში, სადაც ყველა წესი უნდა დაიცვა.”

მწერალი ერთ თინეიჯერზე გვიყვება, რომელიც ოთხი სხვადასხვა სკოლიდან გააგდეს.

 

 

 

 

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი – “დიდი გეტსბი”

 

ირლანდიაში დაბადებული ფიცჯერალდი, XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ამერიკ მწერლად ითვლება.

“დიდი გეტსბი” – ეს არის დიდი სიყვარულის არაორდინალური ისტორია.  კრიტიკოსთა ნაწილი რომანს XX საუკუნის  ინგლისურენოვან 100 საუკეთესო წიგნს შორის მეორე ადგილზე აყენებს.

 

 

 

 

რაიმონდ ჩანდლერი – “ღრმა ძილი”

 

ამერიკელი მწერლის კრიმინალურ რომანზე სხვადასხვა დროს ორი ფილმი გადაიღეს.

რაიმონ ჩანდლერის ზემოთხსენებული რომანი 1999 წელს ფრანგულმა გამოცემამ 100 საუკეთსო წიგნის სიაშიც მოახვედრა.