მთავარი საკითხავი რატომ ელოდა მთელი ცხოვრება გერმანიის მოქალაქეობას ერიხ მარია რემარკი და რა ოცნება ვერ აიხდინა მწერალმა

რატომ ელოდა მთელი ცხოვრება გერმანიის მოქალაქეობას ერიხ მარია რემარკი და რა ოცნება ვერ აიხდინა მწერალმა

by guramus

გერმანელი მწერლის კოლოსალური პოპუალარობა მსოფლიოს მასშტაბით ყველა ზღვარს სცდება. მისი რთული ცხოვრების შესახებ იწერება ბევრი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მწერალს სულაც არ სურდა მწერლობა და მსოფლიო აღიარება. ერიხ მარია რემარკი მისი სიცოცხლის მანძილზე მუსიკოსობასა და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებაზე ოცნებობდა.

  1. სხვა მწერლებისგან განსხვავებით, მწერალს ლიტერატურისადმი სიყვარული და წერის ნიჭი, მცირე ასაკიდანვე აღმოაჩნდა.
  2. ერიხ მარია რემარკი სასკოლო გუნდში მღეროდა. პარალელურად, უკრავდა ფორტეპიანოსა და ორგანზე.
  3. 1904-1912 წლებში რემარკი სახალხო სკოლაში სწავლობდა, სკოლის გამთავრების შემდეგ  3 წელი კათოლიკურ სამასწავლებლო სემინარიაში, სადაც სახალხო სკოლების მასწავლებლებს ამზადებდნენ.
  4. 1916 წელს სკოლის მერიხიდან პირდაპირ ქვეყნის არმიაში გადაბარგდა.
  5. არმიიდან დაბრუნების შემდეგ მან არაერთი პროფესია მოირგო: იყო ბუღალტერი, ქვის მთლელი სასაფლაოზე, სარიტუალო ბიუროს თანამშრომელი, მძღოლი, ფსიქიატრიული კლინიკის ტაძრის ორგანისტი, საჯარო სკოლის მასწავლებელი.
  6. ერიხ მარია რემარკის ცხოვრების მთავარი ოცნება იყო ყოფილიყო პროფესიონალი მუსიკოსი. არმიიდან მიღებულმა ჭრილობებმა არ მისცა საშუალება ფორტეპიანოსთან კონტაქტის.
  7. 1939 წელს მწერალმა ამერიკას მიაშურა.
  8. ამერიკაში გადასახლებულმა მარლენ დიტრიხი გაიცნო და დაუახლოვდა მას. ურთიერთობა ჩამოიყალიბა პოლეტ გოდართანაც, რომელიც ჩარლი ჩაპლინის პარტნიორი იყო. ეს უკანასკნელი მისი ცოლი გახდა.
  9. მისი ნაწარმოებების მიხედვით, სხვადასხვა დროს გადაიღეს ფილმები: “დაბრუნება” და “სამი მეგობარი.”
  10. 1953  წელს იგი პირველად ომის შემდეგ ჩავიდა მშობლიურ ქალაქში, სადაც და და მამა მოინახულა.
  11. ამბობენ, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში მწერალი გამუდმებით სვამდა.
  12. ნანატრი გერმანიის მოქალაქეობა რემარკს გარდაცვალების შემდეგ მისცეს.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: