მთავარი ურთიერთობები რას კითხულობენ შენს შესახებ შეყვარებულის ძმაკაცები?

რას კითხულობენ შენს შესახებ შეყვარებულის ძმაკაცები?

by guramus

ქალი როდესაც ერთ მამაკაცს მოხიბლავს, ჯერი მისი ძმაკაცების მონუსხვაზე დღება. ეს არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მაშინაც კი თუ ჭკვიანი და  ლამაზი ხართ. ალბათ გიკვირთ თუ რატომ არ უნდა მოვეწონოთ ჩვენი რჩული მამაკაცის მეგობრებს?  პასუხი უმარტივესია:

თქვენ მათთვის როგორც ასეთი კონკურენტი ხართ. შიშობენ რომ ძმაკაცს წაართმევთ და აღარ ექნებათ გართობის საშუალება. ძმაკაცები ყოველთვის ფიქრობენ, რომ ის თქვენზე მეტს იმსახურებს. ბიჭი კი როდესაც თქვენს შესახებ ძმაკაცებთან დაიწყებს საუბარს, ისინი აუცილებლად დაუსვამენ მას ამ სტატიაში განხილულ შეკითხვებს:


1. ლოგინისთვის გინდა, თუ სერიოზულად უყურებ?
– მამაკაცი თუ თქვენ სერიოზულად გიყურებთ, თქვენს მიმართ გრძნობები აქვს და სერიოზული ურთიერთობის წამოწყება სურს, ის საძმაკაცოში არავითარ შემთხვევაში არ იტყვის რომ მას ლოგინში ჩასაწოლად უნდიხართ. შესაძლოა მეგობრებრებს არც არაფერი უთხრას, მაგრამ აღნიოშნავს რომ თქვენ მისთვის განსაკუთრებული ხართ. ძმაკაცებმა თუ მსუბუქი ყოფაქცევის გოგონად ჩაგთვალეს მაშინ კითხვების დასმას აღარ გააგრძელებენ, მაგრამ თუ მათ მეგობარს თქვენდამი სერიოზული განწყობა შენიშნეს, მაშინ თქვენდამი ინტერესი მოიმატებს.


2. სექსუალურია?
– კარგი იქნებოდა კაცებს პირველად ეკითხათ: ლამაიზა? წარმოსადეგია?, ელეგანტურია? მაგრამ მამაკაცისთვის ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი სექსუალურობაა. ქალი, რომელსაც მამაკაცი სერიოზულად უყურებს, თუ სექსუალურია, მის ძმაკაცებს აშკარად თავის ხელში აყვანა მოუწევთ, რადგან ძნელია შეხედო ასეთ ქალს დასავით, მითუმეტეს როდესაც სექსუალურად გამოიყურება.


3. როგორი მადა აქვს?
– თუ ბერს ჭამთ ძმაკაცები იფიქრებენ რომ ცხოველური მადა გაქვთ, ცოტას შეჭამთ გაგაკრიტიკებენ, ასე რომ ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს რამდენს მიირთმევთ. მაინც გაგაკრიტიკებენ )) 


4. სად გაიცანი?
– თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, ძმაკაცები რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ თუ სად გაიცნო მათმა მეგობარმა გოგონა. თუ ეს მოხდა კლუბში, მაშინ ძმაკაცები აუცილებლად ჩირქს მოგცხებენ. რა თქმა უნდა სტერეოტიპული აზროვნებით: “პატიოსან გოგოს რა უნდა ღამით კლუბში”