მთავარი საკითხავი “ცხოვრებაში მთავარია – ოჯახი. კარიერა – არ გელოდება სახლში, ფული – არ მოგწმენდს ცრემლებს, დიდება კი – არ ჩაგეხუტება ღამით.” ციტატების მეფის ოსკარ უაილდის ფრაზები

“ცხოვრებაში მთავარია – ოჯახი. კარიერა – არ გელოდება სახლში, ფული – არ მოგწმენდს ცრემლებს, დიდება კი – არ ჩაგეხუტება ღამით.” ციტატების მეფის ოსკარ უაილდის ფრაზები

by guramus

“ცხოვრებაში მთავარია – ოჯახი. კარიერა – არ გელოდება სახლში, ფული – არ მოგწმენდს ცრემლებს, დიდება კი – არ ჩაგეხუტება ღამით.” ციტატების მეფის ოსკარ უაილდის ფრაზები

მთავარზე დაბრუნება

,,როცა ღმერთებს ჩვენი დასჯა სურთ, ლოცვებზე გვპასუხობენ“ – ციტატების მეფის ოსკარ უაილდის ფრაზები

მენტალ არტილიტერატურაNov 2, 2015

გენიალური აფორიზმების ავტორი ოსკარ უაილდი ერთ-ერთი ყველაზე ,,ციტირებადი“ კლასიკოსია, რადგან ბასრი ენისა და საოცარი იუმორის წყალობით, მისი სიტყვები ძალიან ღრმად აღწევენ ჩვენი ტვინის ხვეულებში და მეხსიერებაში სამუდამოდ რჩებიან.

ჩვენ მის 40 გამონათქვამს გთავაზობთ: თქვენ იქამდე იქნებით უბედური, სანამ ჩათვლით რომ ბედნიერებას სხვები განიჭებენ. ადამიანს უჭირს იყოს საკუთარი თავი, როცა თავისი სახელით საუბრობს. მიეცით ნიღაბი და სიმართლეს გეტყვით. გარეგნობის მიხედვით ყველაზე არარაციონალური ადამიანები სჯიან. ცოდნა ნგრევაა. ჩვენ ეჭვები გვიზიდავენ. ნისლი ყველაფერს სასწაულებრივს ხდის. მოხუცებს სწამთ, საშუალო ასაკის ადამიანებს ეჭვი ეპარებათ, ახალგაზრდებმა იციან. ჩვენ ვერ ვიტანთ ადამიანებს, რომელთაც ჩვენნაირი ნაკლი აქვთ. საკუთარ ქმრებში ეჭვი უშნო ქალებს შეაქვთ, ლამაზებს ეჭვი შეაქვთ სხვის ქმრებში. არ ენდოთ ქალს, რომელიც თავის ასაკს გეუბნებათ. მას ყველაფრის თქმა შეუძლია. კაცი ნებისმიერ ქალთან იქნება ბედნიერი, მანამ სანამ შეუყვარდება იგი. ახალგაზრდობისას ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში მთავარი ფული. ახლა მოვხუცდი და არ მგონია, ვიცი, რომ ეს ასეა. იყავი შენი თავი. სხვა როლები უკვე დაკავებულია. იცხოვრო ისე, როგორც გსურს ეგოიზმი არ არის. ეგოიზმია, როცა სხვები არიან იძულებულნი ისე იცხოვრონ, როგორც თქვენ გსურთ. საზოგადო აზრი მეფობს იქ, სადაც სძინავს ფიქრს ყველანი თხრილში ვართ, თუმცა ზოგიერთი ვარსკვლავებს შესცქერის კაცს სურს რომ პირველი მამაკაცი იყოს ქალის ცხოვრებაში, ქალები ოცნებობენ მამაკაცის უკანასკნელ რომანად იქცნენ. პესიმისტი, ეს არის ადამიანი, რომელიც წუხდება ხმაურით, როცა კარზე ბედნიერება უკაკუნებს. ადამიანები, ცხოველ ინტერესს გამოხატავენ ყველაფრის მიმართ, გარდა იმისა, რის ცოდნაც ნამდვილად ღირს. რელიგიური დოგმების იმიტომ კი არ სჯერათ, რომ ჭკვიანურია, არამედ იმიტომ, ხშირად იმეორებენ. არ გაიგონო ბოროტება, არ ილაპარაკო ბოროტება და არასოდეს დაგპატიჯებენ წვეულებაზე ქრისტე არ მომკვდარა ადამიანების გადასარჩენად, ქრისტე მოკვდა რომ მათთვის ერთმანეთის გადარჩენაზე ზრუნვა ესწავლებინა. აპატიე მტრებს. ამაზე მეტად ვერაფრით შეაშფოთებ. დღეს ადამიანებმა ყველაფრის ფასი იციან და არაფრის ღირებულება. კარგი მეგობარი ყოველთვის წინიდან ჩაგცემს ლახვარს გულში იშვიათი გახდა ცხოვრება. ადამიანები უბრალოდ არსებობენ ქალს კი არ უნდა გაუგო, უნდა შეიყვარო. ყველას შეუძლია უთანაგრძნოს უბედურ მეგობარს, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს უხარიათ მათი წარმატება. როცა ღმერთებს ჩვენი დასჯა სურთ, ჩვენს ლოცვებს პასუხობენ. იმას, რისი სწავლაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ვერავინ გვასწავლის. სული მოხუცად იბადება და ახალგაზრდავდება. ეს არის ცხოვრების მთელი კომედია. სხეული ახალგაზრდა იბადება და ბერდება. აი, ეს კი – ტრაგედიაა. არავინ განსაჯო. ყველა წმინდანს აქვს წარსული და ყველა ცოდვილს მომავალი. ცდუნებისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაა – ცდუნდე. ყველა რომანი ფუჭდება მცდელობით გახადო ის მარადიული. ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ ყველა სიზმარი ახდებოდა, მაგრამ ის არ უთქვამთ, რომ კოშმარიც სიზმარია. სისულელეა ადამიანების ცუდებად და კარგებად დაყოფა. ისინი ან მომხიბვლელები არიან, ან სულელები. მე ერთადერთი ადამიანი ვარ დედამიწის ზურგზე, რომლის უკეთ გაცნობასაც ვისურვებდი. ყველაზე მეტად რომანს ქალის იუმორის გრძნობა აფუჭებს, როცა მამაკაცს არ გააჩნია იგი. ქალები უცნაური ნიჭით არიან დაჯილდოებულნი, შეუძლიათ დაინახონ ყველაფერი, გარდა იმისა, რაც ცხადია. ადამიანს, რომელსაც უყვარხართ, შეუძლია თქვენი მიტოვება. არ მინდა სამოთხეში წასვლა, არცერთი ჩემი მეგობარი იქ არ დამხვდება. ცხოვრების ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, მდგომარეობს შემდეგში: განიკურნეთ სული შეგრძნებებით.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: