მთავარი საკითხავი არქიმანდრიტი მელქისედეკი(მიქავა) მოგონება

არქიმანდრიტი მელქისედეკი(მიქავა) მოგონება

by guramus

მამა გაბრიელი თბილისში,რუსთაველის გამზირზე იჯდა,ხელში ეჭირა ჯვარი და გვერდით ეწყო ხატები.იგი გაბედულად და ხმამაღლა ქადაგებდა ქრისტეს დიდებაზე.პოლიციის თანამშრომლებმა მრავალჯერ გააფრთხილეს,გაჩუმებულიყო.რომ არაფერმა გაჭრა,დასვეს მოტოციკლეტზე და წაიყვანეს პოლიციაში.ბერმა ამით ისარგებლა,მოტოციკლეტით მსვლელობისას ჯვარი აღმართა და დაიწყო ქადაგება,საკმაოდ ხმამაღლა გაჰკიოდა: გიყვარდეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე,გიყვარდეთ ჯვარი პატიოსანი…გარბოდა მოტოციკლეტი და დროშასავით ფრიალებდა ბერი გაბრიელის მანტია.შეშინებულმა პოლიციელებმა ჰკითხეს:რას აკეთებო.ბერმა უპასუხა:მე არაფერს ვაკეთებ,თქვენმა თანამშრომლებმა შემომატარეს მთელი თბილისიო.

არქიმანდრიტი მელქისედეკი(მიქავა) მოგონება