მთავარი საკითხავი გილოცავთ მენელსაცხებლე დედათა კვირას

გილოცავთ მენელსაცხებლე დედათა კვირას

by guramus

გილოცავთ მენელსაცხებლე დედათა კვირას ????????????????????????????

(საქ;6:1-7;მარკ;
15:43-16:8)

დედები,რომლებიც არ იღლებიან უფლის სიყვარულში!თვალებს არ მისცეს ძილის საშუალება და ქუთუთოებს თვლემის,სანამ არ ჰპოვეს სასურველი!

ხოლო მამაკაცებს თითქოს ებლანდებათ ფეხები:მიდიან საფლავთან ხედავენ ცარიელს და გაურკვევლობაში რჩებიან,რას უნდა ნიშნავდეს ეს?რამეთუ თვით უფალი ვერ იხილეს

მაგრამ ნუთუ ნიშნავს ეს იმას,რომ მათ ნაკლებად უყვარდათ უფალი,ვიდრე დედებს?არა,აქ იყო მოაზროვნე სიყვარული,რომელსაც ეშინოდა ზედმეტი და მაღალი შეფასებით შეცდომა არ დაეშვა მისი სასურველის მიმართ

მაშინ თითოეული თომას მსგავსად ენით კი არა გულში ამბობდა:”უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი”
(ინ;20,28)

და უკვე ვერაფერი განაშორებდა მათ უფალთან;

მენელსაცხებლე დედები და მოციქულები-ჩვენი ცხოვრების ორი სახეა:გრძნობა და მსჯელობა;

უგრძნობელი ცხოვრება არ არის;ხოლო აზროვნების გარეშე…ბრმად ცხოვრებაა,ბევრი იხარჯება,ხოლო სწორ ნაყოფს მცირედით იძლევა;

სწორი ბალანსისთვის ორივე გვჭირდება,ოღონდ აზრიანი შერწყმაა აუცილებელი;

დაე გრძნობა წინ უსწრებდეს და აღანთებდეს;ხოლო აზროვნება განსაზღვრავდეს დროს,ადგილს,და საერთოდ გულის კარნახის ყოფიერ წყობას;

თეორიულად გული უფრო წინ არის,ვიდრე აზროვნება-ხოლო პრაქტიკულად პირიქით

აი,როცა გრძნობიერება განისწავლება კეთილისა და ბოროტის გარჩევაში,მაშინ შეიძლება დაეყრდნო მხოლოდ გულს;

როგორც ცოცხალი ხიდან თავისთავად ამოიზრდებიან ყლორტები,ყვავილები და ნაყოფები;ასევე გულიდან დაიწყებს აღმოცენებას ჩვენი ცხოვრების წითელ ზოლად თანმდევი მხოლოდ და მხოლოდ სათნოება

წერილებითა შენითა წმიდა წერილი განგვიმარტე და მორწმუნესა ყოველსა გზაი ცხოვნებისაი უჩვენე წმიდაო განმანათლებელო თეოფანე დაყუდებულო ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის

მენელსაცხებლე დედათა ლოცვით დაგლოცოთ უფალმა და მახარებელ მოციქულთა თანა გაგახაროთ დედამ სიხარულისა❤️????????????

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: