მთავარი ასტროლოგია მაისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

by guramus

მაისი გაზაფხულის დანარჩენ ორ თვესთან შედარებით ყველაზე აქტიურ თვედ ითვლება. წლის ამ პერიოდში მზე კუროს ზოდიაქოდან ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში გაგადის.

Genius.Ge გთავაზობთ ინფორმაციას, თუ როგორი იქნება მაისის თვე ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ვერძი

მაისი კარგი იქნება ოჯახური ურთიერთობების დასალაგებლად. დაუოკებელი სურვილი გაგიჩნდებათ, მთელი დრო საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ. თუმცა, ვარსკვლავები იმაზეც იზრუნებენ, რომ თქვენი შემართება და მოტივაცია გაორმაგდეს და ეს განსაკუთრებულად აისახოს იმ საქმიანობაზე, რომელიც წერას, მოლაპარაკებებსა და განათლებას შეეხება. ეცადეთ, ემოციები დაიოკოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

კურო

შესაძლოა ძველმა ურთიერთობებმა გაგახსენოთ თავი და ურთიერთობების აღდგენაზეც კი დაფიქრდეთ, მაგრამ არ იჩქაროთ, ყველაფერი კარგად გაანალიზეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. მოდუნდით და მთელი ძალისხმევა შემოქმედებისაკენ მიმართეთ. თვის მეორე ნახევარში შესაძლებელია ახალი თანამდებობც კი შემოგთავაზონ.

ტყუპები

მაისში ვარსკვლავები ტყუპებს ყველა საქმეში, რაც ბიზნესსა და ფინანსებს ეხება, წარმატებას პირდებიან. ამიტომაც სწორედ ამ სფეროებზე ყურადღების კონცენტრირების დრო დგება. ტყუპების პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება. ამ პერიოდში მოსალოდნელია უთანხმოებები ნათესავებთან, რაც ძველ ვალებთან ან მოუგვარებელ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული

კირჩხიბი

ეს თვე გამორჩეული იქნება ურთიერთობის დალაგებითა და განვითარებით.  მთელი თვის განმავლობაში გადაჭარბებულად ემოციური და მგრძნობიარე იქნებით. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი დადებით შედეგებს გამოიღებს. გარეგნობაში შეტანილი ცვლილებები კი საოცარ ხიბლსა და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ეს შეუმჩნეველი არც გარშემომყოფთათვის დარჩება. ეცადეთ, მეგობრები არ დაივიწყოთ და მათი ცხოვრებითაც დაინტერესდეთ.

ლომი

იმისათვის, რომ მაისში მეტ წარმატებას მიაღწიოთ, აუცილებელია წარსულის შეცდომების გამოსწორება. სწორედ აღნიშნულ საქმიანობას უნდა დაუთმოთ დრო თვის პირველ ნახევარში.  თქვენი თანდაყოლილი სიჯიუტე დაგეხმარებათ დაძლიოთ ყველა დაბრკოლება, მერკური კი დაგეხმარებათ გაუგებრობიდან გამოსვლაში.

ქალწული

ეს თვე შესანიშნავია ახალი პარტნიორის შესაძენად. წარმატებები გელით კარიერაშიც. შესაძლოა ახალი თანამშრომლები დაგემატონ. მაისში თუ მივლინება ან სადმე გამგზავრება გქონდათ დაგეგმილი, ნუ გადადებთ, ყველაფერი შესანიშნავად იქნება. მაგრამ გაითვალისწინეთ, რო მოგზაურობისთვის თვის მეორე ნახევარი უფრო ხელსაყრელია.

სასწორი

დაიწყეთ ფიქრი, თუ როგორ მოაგვაროდ ფინანსური პრობლემები. შესაძლოა რაიმე დაბრკოლებას წააწყდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი ნერვიულობა უსაფუძვლოა – თქვენ ყველანაირი რესურსი გაქვთ იმისთვის, რომ მომავალში დიდ წარმატებას მიაღწიოთ. ცოტა მეტი დრო დაუთმეთ პრიორიტეტების გადანაწილებას.

მორიელი

მაისი გრძნობების გამომჟღავნებაში დაგეხმარებათ. ემოციებზე გულახდილად საუბარი თქვენგან ცოტა მოულოდნელია, მაგრამ შედეგები თავადაც გაგაოცებთ. ეცადეთ, მოზღვავებული გრძნობები საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაღრმავებას დაუთმოთ. განსაკუთრებულად კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი ნაცნობობისთვის. ფინანსურად საკმაოდ სტაბილური თვე იქნება.

მშვილდოსანი

მაისში ვარკვლავები მშვილდოსნების მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. ამ თვეში იმდენი საქმის გაკეთებას მოასწრებთ, რომ მეტოქეები და კონკურენტები ვერ გაჯობებენ. მაისის პირველ და მეორე ნახევარში მშვილდოსნები იმდენად იქნებიან პროფესიული საქმეებით დაკავებულნი, რომ პირადი ცხოვრება, სავარაუდოდ, არც კი ექნებათ. თქვენი ახლობლები ამ სიტუაციას გაგებით მოეკიდებიან და მხარს დაგიჭერენ.

თხის რქა

მაისი კარიერული ცვლილებებისა და წარმატების თვე იქნება. თქვენი პროფესიონალიზმითა და საქმის სიყვარულით ისე აღფრთოვანდებიან, რომ „იძულებულები გახდებიან“ შეგაქონ და დაგაჯილდოვონ. არ არის გამორიცხული ამ თვეში შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

მერწყული

ეს თვე იდეალური იქნება არა მხოლოდ სამსახურებრივ, არამედ პირად ცხოვრებაშიც. დროს ყველაფრისთვის გამონახავთ და საქმესთან ერთად, გართობასაც მოასწრებთ. შეგეხმიანებათ ადამიანი, რომელიც ძველ გრძნობებს გაგახსენებთ. საბედნიეროდ, ეს გრძნობები მტკივნეული საერთოდ აღარ იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: