მთავარი ჯანმრთელობა ამერიკის პირველი ლედის ელეგანტური სტილი

ამერიკის პირველი ლედის ელეგანტური სტილი

by guramus

ამერიკის პირველი ლედი, წარსულში ცნობილი ტოპ-მოდელი, მელანია ტრამპი ამერიკის ისტორიაში მეორეა, ვინც აშშ-ს ფარგლებს გარეთ დაიბადა და შემდეგში ქვეყნის ლედად იქცა.

ქვეყნის პირველმა პირმა, დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ ერთმანეთი 1999 წელს მოდის კვირეულზე გაიცნეს, ხოლო მათი ქორწინება მოგვიანებით, 2005 წელს შედგა. არსებობს ინფორმაცია, რომ მელანიას 200 ათას დოლარიანი საქორწინო კაბა ეცვა, ხოლო ტორტი, რომელიც ცერემონიას ამშვენებდა, 15 მეტრის გახლდათ.

ტრამპის ბობოქარმა წინასაარჩევნო კამპანიამ ამერიკელი მოსახლეობა ორ ნაწილად გაყო: ნაწილი ამტკიცებდა, რომ მელანია ვერ შეძლებდა ქვეყნის ღირსეულ პირველ ლედობას, რადგან მან კამერებთან პოზიორობის გარდა არაფერი იცოდა. “მოდელები ქარაფშუტები არიანო” – იწერებოდა. ნაწილი კი ემხრობოდა მელანიას და ბოლომდეც იცავდა მას.

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას სამოდელო ბლოგერების მხრიდან მელანიას სტილის შეფასებები მოჰყვა. ტაბლოიდებმა და ამერიკელმა მოსახლეობამ ერთხმად აღიარა, რომ სამოდელო სფეროს გამოცდილება მელანიას კარგად წაადგა და რომ მისი სტილი მოსალოდნელზე ელეგენტურია, ლუქები კი საოცრად სადა და ამავდროულად, დახვეწილი.

 

ფოტოკოლაჟი

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: