მთავარი საკითხავი ონორე დე ბალზაკის 15 ოქროს ციტატა

ონორე დე ბალზაკის 15 ოქროს ციტატა

by guramus

ონორე დე ბალზაკის 15 ოქროს ციტატა

1. ,,ნამდვილი სიყვარული არასოდეს მთავრდება, ის დაუსრულებელია და ყოველთვის ინარჩუნებს თავის სახეს.სიყვარული ყოველთვის თანასწორი და წმინდაა – ყოველგვარი ძალადობრივი გამოვლინების გარეშე – ნამდვილი სიყვარული შეიძლება თეთრ თმებთან ერთად დაინახოთ და იგი ცოცხლობს გულში, რომელიც მუდმივად ახალგაზრდაა.”

2. “ყველაფერი მოდის თავის დროზე მათთვის, ვინც ლოდინი იცის.”

3. ,,ბედნიერია ქალი, როდესაც იგი გაგიჟებით უყვართ.”

4. “მე ვიცი, რომ ნამდვილი ცრემლები ისევე გადამდებია, როგორც სიცილი.”

5. ზოგჯერ სიტყვა ისე სწრაფად ყინავს სულს ვიდრე ზამთრის სუსხიანი ქარი სხეულს.

6. პატიოსნება ნაწილ-ნაწილ არ იყოფა. ის ან გაქვს, ან საერთოდ არ გაგაჩნია.

7. “რას ეძებს ყველა თქვენგანი? – ბედნიერებას. ქალისთვის კი ბედნიერება ის არის, რომ იგი უყვარდეთ, მას ეტრფოდნენ, ჰყავდეს მეგობარი, რომელსაც გაანდობს ყველა თავის სურვილს, ყველა ფანტაზიას, თავის წყენასა და თავის სიხარულს. ჩაახედებს თავისი გულის სიღრმეში, სადაც დაანახებს თავის შეცდომებს და საუკეთესო თვისებებს და არ შეეშინდება ღალატის..”

8. საზოგადოებრივი აზრი?! ეს ხომ ყოველ მეძავ ქალზე გარყვნილი არსებაა!..”

9. არავინ არ ხდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს, მისი საყვარელი გახდეს.

10. “იქ სადაც ყველა კუზიანია, სიმახინჯეთ ითვლება გამართული იყო”.

11. ნებისმიერი ერის მომავალი -დედების ხელშია!..

12. ,,მოსიყვარულე ქალის გული მუდამ სავსეა ოცნებებით, მათ მოსაკლავად არაერთი ხანჯლის დარტყმაა საჭირო. ქალს სისხლის ბოლო წვეთამდე უყვარს”…

13. მთელი სიცოცხლე სიყვარულის ერთ წუთშია მოქცეული.

14. რწმენას საკუთარ თავში ისეთივე სასწაულების მოხდენა შეუძლია, როგორიც რწმენას უფალი ღმრთისადმი.

15. ცხოვრება ომივითაა.მას ვისაც ჭრილობის მიღების ეშინია,გმირი ვერასოდეს ხდება.