ყველამ ვიცით, რომ ხილი ვიტამინებით მდიდარია. სასარგებლო სიის ჩამონათვალში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ბროწეული იკავებს.
გარდა იმის, რომ გემრიელია, ბროწეულს ბევრი სხვა დადებითი თვისებაც გააჩნია.
აძლიერებს იმუნიტეტს: ანემიასთან ბრძოლაში ბროწეული მოგეხმარებათ. უბრალოდ მიირთვით დიდი რაოდენობით ბროწეული ან დალიეთ მისი წვენი.
ასუფთავებს პირის ღრუს: ბროწეულის კანი პირის ღრუს ასუფთავებს, კლავს და აქრობს ბაქტერიებს, ებრძის ყელის ტკივილს. შედეგისთვის საჭიროა მისი ქერქისგან ნაყენი მოამზადოთ.
ებრძვის კანის დაავადებებს: თუ შავმა წერტილებმა ან აკნემ შეგაწუხათ, ბროწეული მოიშველიეთ. ბროწეულის ქერქი დაფხვენით, მოხალეთ და აურიეთ ზეითუნის ზეთში, შემდეგ წაისვით პრობლემურ ადგილას.
ასტაბილურებს ჰორმონებს: ექიმების დაჟინებული მტკიცებით, ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში ბროწეული დაგვეხმარება. გარდა ამის, ბროწეული უშველის თავის ტკივილს და მენსტრუაციულ ციკლსაც.
აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას: აღმოჩნდა, რომ ბროწეული ღვიძლს ეხმარება, იმუშაოს უკეთ. გარდა ამის, მონაწილეობას იღებს დაზიანებული ღვიძლის ქსოვილის აღდგენით პროცესებშიც.