ამ სტატიაში გთავაზობთ ზოდიაქოს იმ ნიშნის წარმომადგენლებს, რომელთაც, როგორც წესი, არასოდეს ახასიათებთ “წარსულთან დაბრუნება” ზოგს სიამაყის, ზოგს კი უბრალოდ ცვალებადი ხასიათის გამო.
კურო – ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ძალიან ემოციურები არიან. მათი სიყვარული ძალიან ღრმა გრძნობას ეფუძნება. კუროები ძალიან დიდხანს ცდილობენ პარტნიორის შერჩევას და როდესაც იპოვიან, ღრმად არიან მასში დარწმუნებულნი.
მაგრამ თუ მოხდა და კურო შეცდა, აუცილებლად მიატოვებს საყვარელ ადამიანს და ახალი პარტნიორის ძებნას დაიწყებს. ძველს სამუდამოდ წარსულში დარჩენა უწერია.
ლომი – მისთვის სიყვარული ცხოვრების აზრია. ლომს თუ არ უყვარს, ლომი არ არის. მას ნებისმიერი მსხვერპლის გაღება შეუძლია სიყვარულისთვის და ძალიან ცუდი დღე ელის იმას, ვინც ლომის მიერ გაღებულ მსხვერპლს ვერ დაინახავს.
ამაყი ლომი აუცილებლად დასვამს წერტილს და უკან არასოდეს მოიხედავს წარსულისკენ.
თხის რქა – გაწონასწორებული, დინჯი და ზომიერი თხის რქა სიყვარულში ნამდვილად ავლენს თავის ნამდვილ თვისებებს. როგორც წესი, მას არ ახასიათებს რომანტიული სიგიჟეები და ათასი “სისულელე”. თუმცა თუ თხის რქას უყვარს, მისი სიყვარული გულწრფელია და ნამდვილ გრძნობას ეფუძნება.
ლომის და კუროს მსგავსად, მასაც სძულს დაუფასებლობა. თხის რქაც საბოლოოდ სვამს წერტილს და უკიდეგანო უფსკრულს ავლებს მასსა და უკვე ყოფილ პარტნიორს შორის.