მთავარი ურთიერთობები 9 რამ რის გამოც ფეისბუქზე გოგონებს დაგცინებენ

9 რამ რის გამოც ფეისბუქზე გოგონებს დაგცინებენ

by guramus

დღესდღეობით სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი ასაჯაროებს პირად ინფორმაციას, როგორც ტექსტური სახით ასევე ფოტოებსაც. მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი.

არ შეიძლება ყველა თქვენი საიდუმლოება გამოფინოთ სოციალურ ქსელში.

ამას შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს და თქვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.

თუ გსურთ რომ უსიამოვნებეს და დაცინვას თავი აარიდოთ, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.

1. მუდმივად სელფებს აქვეყნებთ, სრულიად უაზროდ და არც ისე ლამაზად გამოიყურებით.

2. თქვენ პოსტებს თქვენვე იწონებთ, ეს ხომ გოიმობის “ზე დონეა”.

3. მშია, თოვს, გათენდა, დაბნელდა, ასეთი პოსტებს მხოლოდ სულელი თუ დაპოსტავს. მოერიდეთ მსგავს სტატუსებს.

4. “გავსუქდიიიიი” “აუ, დღეს კიტრის დიეტაზე ვააარ” … – ნუ იწუწუნებთ თქვენს ფორმაზე, მიუხედავად იმისა გამხდარი ხართ თუ მსუქანი.

5. სასტიკაც აკრძალეთ თქვენს კედელზე ეპილაციის და მსგავსი მასალის გამოქვეყნება.

6. კიდევ ერთი “ზე აღმატებული” გოიმობა, 1231 მეგობრის მონიშვნა ხატებზე და ყვავილბზე დღესასწაულების მილოცვის მიზნით. თუ გსურთ რომ მიულოცოთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს დღესასწაულები, პირადში მისწერეთ ან პირადად ნახეთ.

7. სოციალურ ქსელში, საჯაროდ, ნუ დაუწყებთ თქვენთვის საყვარელ ადამიანს სიყვარულის ახსნას. ეს ხომ ამაზრზენია. თუ გიყვართ, ნახეთ და პირადად უთხარით ყველაფერი.

8. არ არის აუცილებელი ყველა ადგილიდან დაჩექინდეთ, სადაც დღის განმავლობაში მიხვალთ. მაგალითად საპირფარეშოდან ან რომელიმე “ძერსკი” ადგილიდან.

9. არ არის საჭირო დღეში 300 პოსტის დადება თქვენს კედელზე. ნუ მოაბეზრებთ თავს თქვენს მეგობრებს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: