მთავარი ურთიერთობები ქალები, რომლებიც ამ სამ რამეს აკეთებენ, ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლა შეუძლიათ

ქალები, რომლებიც ამ სამ რამეს აკეთებენ, ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლა შეუძლიათ

by guramus

სწორად არჩეული სიტყვებით, ზუსტი ენერგეტიკის ქონით და ადეკვატური სხეულის ენით, მამაკაცის გულში შეგიძლიათ ძალიან დიდი ხნით დატოვოთ თქვენი კვალი.

შეგიძლიათ იყოთ ის მანდილოსანი, რომლისთვისაც შუა საუკუნეებში მეფეები იბრძოდნენ

მინდა, შემოგთავაზოთ სამი ხერხი, რომლის მიხედვითაც გახდებით მეტად მომხიბლელი და ნაკლები ძალისხმევით მოხიბლავთ ნებისმიერ მამაკაცს
1. უნდა გქონდეთ რბილი ხასიათი – როდესაც მამაკაცის გვერდით ხართ, არ შეასრულოთ 4 შვილიანი დიასახლისის როლი.

როცა ქალი მამაკაცთან არის, მან არ უნდა მოირგოს ძლიერი პიროვნების როლი. კაცებს არ უყვართ დომინანტი ქალები. იყავით ფრთხილი, ნუ გამოიყენებთ სტრატეგიებს, უბრალოდ დინებას მიჰყევით.

ამოისუნთქეთ, მოთავსდით კომფორტულად, სხეულში სითბო იგრძენით და დატკბით მომენტით, რომელიც თქვენი რომანტიკული გამოცდილების ნაწილია.

ნამდვილმა მანდილოსანმა იცის, თუ როგორ უნდა გამოიჩინოს სისუსტე მამაკაცის გვერდით და ამ პრიორიტეტით დატკბეს.

არ ეცადოთ ყველაფრის საკუთარ თავზე აღება.

ქალი ქალღმერთია – ძალიან მშვიდი, მოზომილი ენერგეტიკით, ურყევი. ეს ყველაფერი სიმშვიდის, სიყვარულისა და სინაზის აურას ქმნის.

2. იმაზე მეტად უსმინეთ, ვიდრე თქვენს ყურებს შეუძლიათ

მან კარგად იცის, თუ როგორ მოუშალოს მამაკაცს ნერვები, ან როგორ დაამშვიდოს იგი. შეუძლია მიახვედროს, რომ მასთან ყოფნა პრივილეგიაა და ამავდროულად დაუცველად იგრძნოს თავი, ამის შედეგია, როცა მამაკაცი ბოლომდე იხსნება ურთიერთობაში.

საუბრის დროს არ დაიჭიროთ ტელეფონი ხელში, რაც უფრო მეტად მოახდენთ ფოკუსირებას თქვენს პარტნიორზე, მით უფრო დიდი იქნება შედეგი.

3. შეხება – ეს დიდი ცდუნებაა

შეეხეთ ნაზად, დაამყარეთ კავშირი – ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენ მასთან მნიშვნევლოვანი გრძნობები გაკავშირებთ. ძალიან ხშირადაც ნუ შეეხებით, შეეხედ იშვიათად, მაგრამ სწორად აარჩიეთ მომენტი, რათა ეფექტი მაქსიმალური იყოს. ამით ის მიხვდება, რომ მასთან გახსნილი ხართ, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად და ემოციურად.