მთავარი ურთიერთობები რომელ ასაკშია ქალი ყველაზე მიმზიდველი და სექსუალური?

რომელ ასაკშია ქალი ყველაზე მიმზიდველი და სექსუალური?

by guramus

ევროპელმა ფსიქოლოგებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს. მათ 1000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს. მიზანი ერთი იყო, გაერკვიათ რომელ ასაკშია ქალი ყველაზე სექსუალური.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქალის სექსუალურობა, საშუალოდ 34 წლის ასაკში აღწევს პიკს.

სწორედ ამ ასაკში გრძნობდნენ რესპონდენტები თავს ყველაზე სასურველად, ასევე უმაღლეს სიამოვნებას იღებდნენ ინტიმური ურთიერთობისგან.

საინტერესოა, რომ ქალების უმაღლესი სექსუალურობის პერიოდი, არ ემთხვევა სექსუალური აქტივობის ყველაზე ინტენსიურ პერიოდს -20-25 წელი. გამოკითხვის მიხედვით, ამ ასაკში სექსით, თვეში მხოლოდ 10-12-ჯერ კავდებიან.

25 წლის შემდეგ, სექსით კიდევ უფრო ნაკლებად კავდებიან. 30-35 წლისთვის კი, სექსით გატაცებულები ორჯერ უფრო ნაკლებად არიან.

45 წლისთვის სიხშირე კიდევ უფრო იკლებს – თვეში მხოლოდ 4-5 ჯერ.

გარდა ამისა, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ 30 წლისთვის ქალები, სექსუალური ექსპერიმენტებისთვის უფრო მეტად არიან გახსნილი, ხანდახან არც გვერდით ურთიერთობებზე ამბობენ უარს.

ზოგიერთი გამოკითხვით კი, ქალები ვერაფერს ხედავენ იმაში ცუდს, თუ ერთდროულად რამდენიმე პარტნიორი ეყოლებათ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: