მთავარი ურთიერთობები 8 ნიშანი, რომ კაცს თქვენი სხეული სულზე მეტად იზიდავს

8 ნიშანი, რომ კაცს თქვენი სხეული სულზე მეტად იზიდავს

by guramus

პლატონური სიყვარული ალბათ მხოლოდ რომანებსა და ფილმებში დარჩა. რეალობაში ურთიერთობას ვნება და სიყვარული ერთად კვებავს. ხანდახან ქალებს საყვარელ მამაკაცებში ეჭვი ეპარებათ. წარმოგიდგენთ 8 ნიშანს, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ მამაკაცის განზრახვა.

1. ის არასდროს გინიშნავთ პაემანს დღის საათებში
თუ კაცი ცდილობს ღამით შეგხვდეთ, ან მხოლოდ სექსისთვის უნდიხართ, ან ურთიერთობის დასერიოზულება არ სურს (ეშინია), ამიტომ ნამდვილ პაემანზე არ გეპატიჟებათ.

2. პერიოდულად გგონიათ, რომ თქვენთან საუბარს ვერ იტანს
თუ თქვენი საუბარი სექსუალური შინაარსის არ არის, აშკარად არ გისმენთ, გაჩუმებთ, გაწყვეტინებთ ან თავს იკატუნებს, რომ თქვენი ნაამბობი აინტერესებს. დიალოგში არ გყვებათ და ხანდახან მონოლოგი გამოგდით. როგორც კი მისი პენისის შექებას იწყებთ, თვალები უნათდება და მისთვის კვლავ სასურველი ხდებით.

3. კაცის ყველა კომპლიმენტი გარეგნობას უკავშირდება
თუ ცდილობს, რომ გასიამოვნოთ და კომპლიმენტებს გეუბნებათ, ხაზს ყოველთვის გარეგნობას უსვამს და არა ინტელექტს ან სულიერ მხარეს. ზოგჯერ გგონიათ, რომ თქვენი პლუსები მისთვის მოერეხარისხოვანია.

4. თქვენს რომანში პროგრესი არ იგრძნობა
არ გთხოვთ, რომ ქორწილებზე, ნათლობებზე ან დაბადების დღეებზე გაჰყვეთ. არ გაცნობთ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს.

5. მეგობრებს უზიარებს პირადულ დეტალებს
მეგობრებთან შეხვედრისას სურს, რომ გამომწვევად ჩაიცვათ, რაც შეიძლება ღრმა დეკოლტიანი და მოკლე კაბა შეარჩიოთ. ძმაკაცებს თქვენ მიერ გაგზავნილ სექსუალურ ფოტოებს ათვალიერებინებს. მაგალითად, საცვლებში, სააბაზანოში ან სრულიად შიშველ მდგომარეობაში.

6. ის მალევე გტოვებთ თუ ხვდება, რომ სექსი არ გექნებათ
არასდროს გნახულობთ ავადმყოფობის პერიოდში. გაგირბით, როცა სექსის ხასიათზე არ ხართ და გაგრძნობინებთ, რომ ინტიმი თქვენთან კომუნიკაციისთვის მთავარი მოტივაციაა.

7. მოითხოვს, სცადოთ სექსუალური პოზიციები, რომელიც არ მოგწონთ
მაგალითად, გამუდმებით მოითხოვს ანალურ და ორალურ სექსს. ბრაზობს როდესაც უარს ეუბნებით.

8. პატივს არ გცემთ
თამამად ეფლირტავება სხვა ქალებს თქვენი თანდასწრებით. თქვენს ზარებს ხშირად უყურადღებოდ ტოვებს, მესიჯებზე პასუხს გვიან გწერთ. მისთვის ძვირფასი არ ხართ, მაგრამ მაინც არ გაძლევთ წასვლის საშუალებას.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: