მთავარი ურთიერთობები როგორ უნდა ამოიცნოთ, რომ მისთვის… მეორე ქალი ხართ

როგორ უნდა ამოიცნოთ, რომ მისთვის… მეორე ქალი ხართ

by guramus

მოჭარბებული გრძნობები არასდროსაა კარგი. იგი ადამიანს ობიექტურად განსჯის უნარს აკარგვინებს. ასევე ხდება როდესაც ქალი შეყვარებულია. იგი კარგავს თავს. ოდესმე თუ დაფიქრებულხართ და გიკითხავთ თქვენი თავისთვის ” სად არის ახლა ჩემი საყვარელი მამაკაცი?”,  ან თ დაფიქრებულხართ იმაზე თუ რატომ არ იცნობთ  მის ახლობლებსა და მეგობრებს? იქნებ იმიტომ რომ თქვენ მისთვის “მეორე ქალი” ხართ?

გთავაზობთ რამდენიმე ნიშანს თქვენი ეჭვის გასამყარებლად.

თუ მხოლოდ იმ დროს გირეკავთ როდესაც სამსახურშია და მის შემდეგ, საღამოს შეუძლებელია მასთან დაკავშირება, ეს თქვენს ეჭვს საფუძველს გაძლევთ.

მხოლოდ და მხოლოდ თვითონ გირეკავთ და გწერთ. ეს მართლაც რომ საგანგაშოა, რატომ არ სურს რომ თქვენ დაურეკოთ ან მისწეროთ?

 

საღამოს პერიოდში “იკარგება” – საღამოს, როდესაც სამსახურს დაამთავრებს, მისი მთელი ყურადღება ოჯახზე არის მიმართული. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ სანამ თქვენ შეგხვდებათ ოჯახის წინაშე ვალმოხდილი იყოს.

ჩურჩული – ცოტა უცნაურია როდესაც თქვენი რჩული მამაკაცი ტელეფონით საუბრისას გეჩურჩულებათ, თუ რა თქმა უნდა ის საიდუმლო აგენტი არ არის.

 

მასზე არაფერი იცით – დამერწუნეთ რომ მას სხვა ოჯახი ჰყავს, თუ ჯერ კიდევ არ იცით, სად ცხოვრობს ის. ჯობია მალე გაგოთ სიმართლე, რაც არ უნდა “მწარე” იყოს.

არ იცნობთ მის ოჯახს თუ აქამდე არ იცნობთ და შორიდანაც არ გინახავთ მისი ნათესავები, მეგობრები და ახლობლები, იქნებ უფრო სერიოზულად დაფიქრდეთ? იქნებ ისინი უკვე იცნობენ ქალს, ვინც თქვენი საყვარელი მამაკაცის გვერდით არის?

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: