მთავარი ურთიერთობები 10 მესიჯი, რომლებიც ყოფილ მიჯნურს და ქმარს არ უნდა გაუგზავნოთ

10 მესიჯი, რომლებიც ყოფილ მიჯნურს და ქმარს არ უნდა გაუგზავნოთ

by guramus

10 მესიჯი, რომლის გაგზავნით თქვენ თავს დაიმცირებთ და უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება. გირჩევთ რომ დათავი შეიკავოთ მსგავსი ფრაზების გაგზავნისგან.

ფსიქოლოგების რჩევით არ შეიძლება მსგავსი მესიჯების გაგზავნა ყოფილ ქმრებთან ან შეყვარებულებთან.

1. მესიჯი შენს განცდებზე:”ისევ ისე მიყვარხარ”, ან ”ვერ გივიწყებ”, ან ”ისევ ისე მენატრები”. ჩვეულებრივი ჩხუბის შემდეგ ასეთი მესიჯი მისაღები იქნებოდა, მაგრამ თუ ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდით და გონება გკარნახობთ, რომ ერთად ბედნიერად ვეღარ იქნებით, მსგავსი მესიჯების გაგზავნისგან თავი შეიკავეთ.

2. ნოსტალგიური გზავნილი: ”შენ ვერავინ შეგედრება”.

3. შემრიგებლურ-სინანულიანი სმს-ი: ”ძალიან ვწუხვარ”, ”მე ვარ ყველაფერში დამნაშავე”, ”დამიბრუნდი, გთხოვ”, ”ყველაფერი თავიდან დავიწყოთ”.

4. ”ქუჩური” ტექსტი: ”დალევა ხომ არ გინდა?” ”კომპანიას ხომ არ გამიწევდი?”

5. პროვოკაციული ტექსტი: ”ღამე მოდი”, ”შენთან თუ ჩემთან?”

6. ღამის სამ საათზე ნასვამ მდგომარეობაში გაგზავნილი მესიჯი: ”როგორ ხარ?”, ”ახლა დაკავებული ხარ?”, ”შეგიძლია ლაპარაკი?”, ”მაინტერესებს, რა იქნებოდა, რომ……”

7.
ტექსტი არაფერზე: ”გაუმარჯოს…”

8. მესიჯების უსასრულო ნაკადი: ”როგორ ხარ?”, ”შეხვედრა გაქვს?”, ”გადმოგირეკო?”. ”რატომ არ მირეკავ?”, ”სად ხარ?” და ა.შ., დაუსრულებლად.

9. მეტისმეტად ბევრი და გაუგებარი სმაილი: ”;) :-*** @)—>— <3 ”.

10. მეგობრული გზავნილი: ”გავისეირნოთ? დრო გავატაროთ, როგორც მეგობრებმა…”