მთავარი რჩევები რომელი ხილი უნდა მივირთვათ, რომ ჩვენი ორგანიზმი ვიტამინებით გავამდიდროთ

რომელი ხილი უნდა მივირთვათ, რომ ჩვენი ორგანიზმი ვიტამინებით გავამდიდროთ

by guramus

ხილის დადებით თვისებებზე ექიმები ბევრს გვესაუბრებიან. უამრავი ვიტამინით სავსე ნუგბარი გემრიელთან ერთად სასაგებლოცაა.

  • მარწყვი: მარწყვი მოაწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას. თუ ექიმებს დავუჯერებთ, მარწვის ხშირი მირთმევა ამცირებს კიბოს რისკს.

  • ბანანი: ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით B-6 ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას. ბანანის ხშირი მირთმევა თავიდან აგვაცილებს ანემიის საშიშროებას.

  • ალუბალი: წითელი, წვნიანი და ძალიან გემრიელი პატარა ბურთულები ჩვენს ორგანიზმს  ელაგინის მჟავითა და კვერცეტინით გაამდიდრებს, რაც ნიშნავს, რომ  სიმსივნური უჯრედების გამრავლებას და ზრდა შეწყდება.

  •  ბროწეული: ანემიასთან ბრძოლაში ბროწეული მოგეხმარებათ. უბრალოდ მიირთვით დიდი რაოდენობით ბროწეული ან დალიეთ მისი წვენი.

  • მოცვი: მოცვის მრავალმხრივი სასარგებლო თვისებების ჩამონათვალში მიკროორგანიზმების, ბაქტერიებისა და სოკოების “დამარცხებაც” შედის. მოცვი  აინჰიბირებს პროსტატის, მსხვილი ნაწლავისა და პირის ღრუს კიბოს უჯრედების გამრავლებას.

  • საზამთრო: საზამთროს დადებით თვისებებზე ბევრი გვსმენია და წაგვიკითხავს. საზამთრო აფართოებს სისხლძარღვებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, ამცირებს ინფარქტის ან ინსულტის რისკს.