ასტროლოგები გვამცნობენ, რომ ეს თვე კარგია სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყებად. მაისის თვეში შემდგარი სიყვარული დიდი ხნით გაგრძელდება.
ყველა მეტად მაისის თვე სასიყვარულო ურთიერთობებისთვის წარმატებული იქნება მშვილდოსნებისთვის. მათ წინ რომანტიული თავგადასავლები ელით. ძალიან დიდი შანსი არსებობს იმის, რომ მშვილდოსანი სწორედ ამ პერიოდში შეხვდება იმ ერთადერთს.
ასტროლოგები ასევე წარმატებულ თვეს უწინასწარმეტყველებენ ლომებს. ზოდიაქოს ამ ნიშანმა თუ მოახერხა წარსული ურთიერთობების დავიწყება, დიდი შანსია იმისა, რომ ამ თვეში ნამდვილ სიყვარულს შეხვდება.
მესამე ნიშანი, რომელსაც წარმატებული მაისი ექნება არის ვერძი. რომანტიკული ვერძები ამ თვეში კიდევ უფრო გააქტიურდებიან. თქვენ მიერ გამოჩენილი ყურადღება აუცილებლად დაგიფასდებათ და პასუხადაც სასურველი ადამიანისგან დიდ სიყვარულს მიიღებთ.