მთავარი საკითხავი “ქალის სურნელი ისეთი უნდა იყოს, ვერასოდეს შეძლო მისი დავიწყება”

“ქალის სურნელი ისეთი უნდა იყოს, ვერასოდეს შეძლო მისი დავიწყება”

by guramus

კოკო შანელის ხსენებაზე პირველი, რაც გვახსენდება შავი ფერი და სუნამოა, სახელად – Chanel #5. იცვლება სტილი, მოდის ტენდენციები, იქმნება ახალი ბრენდები, რომლებიც ცდილობენ მსოფლიო მოდის ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას, მაგრამ ფრანგული მოდა კვლავ რჩება მიმბაძველობის მთავარ ელემენტად.

Chanel #5 შექმნის დღიდან იქცა ყველაზე პოპულარულ სუნამოდ. XX საუკუნისთვის უცხო სურნელმა, გაყიდვის მომენტიდანვე ყველა რეკორდი მოხსნა. კოკო შანელმა იმ პერიოდისთვის არსებულ ყველა სტერეოტიპს ზურგი აქცია: ლავანდის, ვარდის და ჟასმინის არომატი უარყო.  80 არომატისგან შემდგარი ახალი სურნელი მალევე იქცა ფრანგული კომპანიის სავიზიტო ბარათად. სპეციალურად სიახლისთვის, შეიქმნა ახალი დიზაინის, ბროლის სწორკუთხოვანი შუშა, საფირმო წარწერით  – Chanel #5.

“ქალის სურნელი ისეთი უნდა იყოს, ვერასოდეს შეძლო მისი დავიწყება”  – კოკო შანელი


ბრენდი ყველაფერთან ერთად, განსაკუთრებული რეკლამირებით გამოირჩევა. კომპანიის ხელმძღვანელებს ბრენდის პოპულარიზაციისთვის სულაც არ ენანებათ ძალიან დიდი ფული, სწორედ ამიტომ, “შანელი” საკუთარ რეკლამებში ცნობილ ვარსკვლავებსა თუ ტოპ მოდელებს იხმობს.

ქალურობა, შარმი, სინაზე – ეს ის სამი მთავარი კომპონენტია, რომელიც ბრენდის ყველა რეკლამაში ჩანს.  თუმცა, ინგლისში სარეკლამო სტანდარტების ასოციაციამ  “ქალურობა და შარმი” ზედმეტად სექსუალურად მიიჩნია და “შანელის” რეკლამა კირა ნაითლის მონაწილეობით აკრაძალა.

აღსანიშნავია, რომ ბრედ პიტი აღმოჩნდა პირველი მამაკაცი, ვინც Chanel #5-ის სახე გახდა.