მთავარი საკითხავი “ქალმა ისე უნდა ჩაიცვას, მისი გახდა სასიამოვნო იყოს”-კოკო შანელი

“ქალმა ისე უნდა ჩაიცვას, მისი გახდა სასიამოვნო იყოს”-კოკო შანელი

by guramus

კოკო შანელი, XX საუკუნის ყველაზე ცნობილი ფრანგული ბრენდის ავტორი, ქალებს საკუთარი სტილის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა.

დიზაინერი ამბობდა, რომ ყველა ქალს უნდა ჰქონოდა საკუთარი სტილი, რითაც სხვას დაჩრდილავდა. მოდაზე თავისი ექსტრაორდინალური გავლენის წყალობით შანელი ერთადერთი აღმოჩნდა ამ სფეროდან, ვინც ჟურნალ TIME-ის XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა.

კოკო შანელის აზრები

“ქალმა ისე უნდა ჩაიცვას, მისი გახდა სასიამოვნო იყოს.”

“სად გამოვიყენოთ სუნამო? – სად გსურთ რომ გეამბორონ?”

“ქალი უნდა იყოს ორი: ერთი, ვინც არის ის და მეორე, ვინც სურს, რომ იყოს”

“თუ რომელიმე ქალბატონმა სილამაზით მოგხიბლათ, მაგრამ ვერ იხსენებთ როგორ ეცვა, ესე იგი, ის იდეალურად იყო შემოსილი.”

“მას შემდეგ, რაც თავს შეიმკობთ აქსესუარებით, ყოველთვის მოიხსენით ის, რაც ბოლო გაიკეთეთ.”

“იმისათვის, რომ იყო ელეგანტური, სულაც არაა აუცილებელი, ახალი კაბა გეცვას.”

“რაც უფრო ცუდადაა ქალის საქმე, მით უფრო კარგად უნდა გამოიყურებოდეს ის.”

“არ არსებობენ ულამაზო ქალები, არსებობენ ზარმაცები ან ღარიბები.”

“ჩემი ჩაცმის მანერა გარშემომყოფთა დაცინვას იწვედა, მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობდა ჩემი წარმატების საიდუმლო – მე გამოვიყურებოდი არა ისე, როგორც ყველა.”

“არ მისთხოვდეთ მამაკაცს, რომელსაც ხურდა ფულის საფულე აქვს.”

“ქალს არაფრისგან შეუძლია შექმნას სამი რამ: ოჯახური სკანდალი, სალათი და ქუდი”

“მოდა იცვლება, მაგრამ სტილი რჩება”

“საუკეთესო ფერი ისაა, რომელიც შენ გიხდება.”

“ლამაზი კაბა შესაძლებელია ლამაზი ჩანდეს საკიდზე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ის აუცილებლად უნდა იქნეს დანახული მხრებზე, მხრის, წელისა და ფეხების მოძრაობაზე.”

“სილამაზეზე ზრუნვა დაიწყეთ სულის გალამაზებით, თორემ ვერასოდეს მიაღწევთ სასურველ შედეგს.”

“ქალი იმდენი წლისაა, რამდენსაც იმსახურებს.”

“უნდა შეგწევდეთ უნარი, რომ კაბა, რომლის მსგავსი შეიძლება სხვებსაც ეცვათ, ისე ატაროთ, არც ერთი გავდეს შენსას.”

“ქალები, როგორც წესი, ბევრად უფრო დაკვირვებით ირჩევენ თავიანთთვის ღამის პერანგს, ვიდრე ქმარს.”

“ყველა ქალი არ არის ლამაზი დაბადებიდან, მაგრამ თუ ის 30 წლისთვის არ გახდა ასეთი, მაშინ უბრალოდ სულელია.”

“ჩვენ, ქალებს გვჭირდება სილამაზე იმისთვის, რომ კაცებმა შეგვიყვარონ და სისულელე იმისთვის, რომ ჩვენ შევიყვაროთ კაცები.”

“როგორც არ უნდა ატრიალო, ნებისმიერი მამაკაცის ცხოვრებაში არის მხოლოდ ერთადერთი ქალი, ყველა დანარჩენი მისი ჩრდილებია.”

“ქალები იმოსებიან ქალებისთვის.”