მთავარი საკითხავი როგორ გავხადოთ ცხოვრება უფრო საინტერესო

როგორ გავხადოთ ცხოვრება უფრო საინტერესო

by guramus

პრობლემები, სამსახური და ყოველდღიურობა ხშირად რეალობის აღქმნის უნარს გვიკარგავს: – ვეღარ ვიგებთ როგორ მოვიქცეთ, ვართ სულ გაღიზინებულნი და თავი დაპროგრამებული რობოტები გვგონია.

ასეთ დროს საჭიროა გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

  • ეცადეთ თქვენს ოთახს და სამუშაო მაგიდას მრავალფეროვნება შემატოთ: აუცილებლად გადაახალისეთ, დადგით ლარნაკი ყვავილებით, ნუ გადავიწყდებათ ფოტოსურათები და სხვადასხვა პატარა ფიგურები.
  • ეცადეთ ხშირად იაროთ ფეხით: – გარდა იმის, რომ იქნებით ტონუსში, განიტვირთებით.
  • გამოძებნეთ დრო, დაგეგმეთ მეგობრების შეკრება ან თავად ესტუმრეთ მათ. მოულოდნელობის ეფექტი სიხარულს აორმაგებს.
  • მოაწყეთ პიკნიკი საყვარელ ადამიანთან ერთად ან შესთავაზეთ იდეა მეგობრებს და გაისეირნეთ ქალაქგარეთ.

  • შეცვალეთ თქვენი ოთახის ინტერიერი ან თუნდაც ერთი განსაკუთრებული დეტალი. ახალი ამბავი კარგ განწყობას შეგიქმნით.
  • იყიდეთ ის ნივთი, რომელიც გულით გსურდათ და ფასდაკლებას ელოდით.

  • თუ საბანკო ანგარიში არ გაქვთ, შექმენით ის და პერიოდულად თანხის შეტანაც ნუ დაგავიწყდებათ. ადამიანებს მომავალზე ფიქრი და მისი დაგეგმვა ძალიან უყვართ.

  • შეიცვალეთ იმიჯი: სცადეთ, მოირგოთ ახალი ვარცხნილობა, თმის ფერი, მაკიაჟი, ჩაცმის სტილი.
  • გაესაუბრეთ ისეთ ადამიანებს, რომელთაც ჩვეულებრივ დიალოგს არ უბამდით. გაჩერდით მათთან და მისალმების შემდეგ წამოიწყეთ რაიმე საინტერესო თემაზე მსჯელობა.
  • დაურეკეთ ძველ ნაცნობებს, გაიხსენეთ მათთან ერთად მოგონებები.
  • ესტუმრეთ ისეთ ადგილებს, სადაც ბავშვობაში ხშირად დადიოდით.
  • განიტვირთეთ და ეწვიეთ კულტურულ დაწესებულებებს.
  • აიღეთ შვებულება და გვიანობამდე იძინეთ.
  • დაუთმეთ დრო საკუთარ თავზე ფიქრს. კითხეთ, კიდევ რა სჭირდება მას.