მთავარი საკითხავი როგორ დავზოგოთ ფული

როგორ დავზოგოთ ფული

by guramus

ხშირად მოისმენთ წუწუნს, რომ ჩვენს დროში “ფულს ძალა არ აქვს,” ხელფასი კი როგორც წესი, უმალ ქრება.

არსებობს ხელმომჭირნე და თავისუფლად მფლანგველი ადამიანების კატეგორია. პირველი ნაწილი მაქსიმალურად ცდილობს იყოს მკაცრი ყოველდღიური რუტინის მიმართ და საბანკო ანგარიშზე შეიტანოს დანაზოგი. მეორე ნაწილი კი ყოველდღიური, წვრილ-წვრილი სიამოვნებების გათვალისწინებით, ხელცარიელი რჩება.

როგორ უნდა მოვიქცეთ?

  • თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად უამრავ არასაჭირო ნივთს ყიდულობს: ეს იქნება საოჯახო თუ პირადი ნივთი. არადა, შეიძლება იგივე ნივთი სახლში გვქონდეს ან ჩანთის რომელიღაც ჯიბეში ეგდოს. სანამ რაიმეს ყიდვას გადავწყვეტთ, უმჯობესია, საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვა: –  რაში გამოვიყენებ?
  • ეცადეთ აკონტროლოთ საკუთარი ინტერესები. კარგია, როცა ძვირადღირებული ნივთის მფლობელი ხარ, მაგრამ ნამდვილად გჭირდება ის, რაშიც იხდი დიდ თანხას?
  • დაფიქრებულხართ, სწრაფი კვების ობიექტების ან კაფეების ფეშენებელური “სახელები” მომენტალურად რამდენ თანხას გატოვინებენ ერთ სადილში ან წახემსებაში? დიახ, ეს ნამდვილად ასეა. აბა, დაფიქრდით და გაიხსენეთ ბოლო დროს რამდენი გადაიხადეთ. ეცადეთ, შეარჩიოთ შედარებით დაბალფასიანი დაწესებულება, რომლის ხარისხიც დაგაკმაყოფილებთ.
  • თუ მაინცდამაინც “ისეთს არაფერს ყიდულობთ” და ხვდებით, ფული ქრება, ეტაპობრივად ჩაინიშნეთ თქვენი გეგმები და საყიდლების სია.
  • ერთ-ერთი ნაცადი ხერხია გახსნათ საბანკო ანგარიში ან თუ გაქვთ, აამოქმედოთ ის: უბრალოდ, შეიტანოთ თანხა შემოსავლის აღებისას და საჭირო დროს დაელოდოთ.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: