მთავარი საკითხავი ციტატები, რომლის წაკითხვის შემდეგ იამაყებთ, რომ ქალი ხართ

ციტატები, რომლის წაკითხვის შემდეგ იამაყებთ, რომ ქალი ხართ

by guramus

გთავაზობთ 30 შთამაგონებელ ციტატას, რაც თითოეული თქვენგანისთვის შესაძლოა მუზა გახდეს:  1. ქალი წმინდაა. ქალი, რომელიც გიყვარს – ორმაგად წმინდა. ალექსანდრე დიუმა

2. ღმერთმა ქალი ლამაზ არსებად მოავლინა, რათა მამაკაცს უყვარდეს და სულელები, იმისთვის, რომ მამაკაცის შეყვარება შეძლონ. ფაინა რანევსკაია

3. მამაკაცმა შესაძლოა ყველაფერი მისცეს ერთგულ მეგობარს -ყველაფერი, გარდა ქალისა, რომელიც უყვარს. ჰენრიჰ იბსენ

4. სამყაროში არ მოიძებნება იმდენი მდიდარი მამაკაცი, რამდენი ლამაზი ქალიც მათ იმსახურებს. ჯეინ ოსტინი

5. ქალები სიყვარულზე საუბრობენ, საყვარლებზე კი – არა. მამაკაცები პირიქით, საყვარლებზე საუბრობენ, სიყვარულზე კი – დუმან. მარინა ცვეტაევა

6. საკუთარ მამაკაცებს ყოველთვის შეუხედავი ქალები აეჭვიანებენ. ლამაზებს კი ეს არ სჩვევიათ, ისინი სხვის მამაკაცებს აეჭვიანებენ. ოსკარ უალდი

7. ქალები მამაკაცებზე ჭკვიანები არიან. ნაკლები ცოდნის გამო, მეტად გამგებიანები არიან. ჯეიმს სტეფენსი

8. ფრთხილად იყავი! ნუ აატირებ ქალს, ალაჰი მის ცრემლებს ითვლის! ციტატები ყურანიდან

9. მამაკაცები, რომლებიც ქალებს პატარა ნაკლს არ პატიობენ, მათი დიდებული ღირსებებით ვერასდროს დატკბებიან. ხამილ ჯუბრანი

10. ქალის სილამაზე, სამოსით, სხეულით ან ვარცხნილობით არ განისაზღვრება. ის ლამაზია, როცა მისი თვალები ბრწყინავს. თვალები ხომ, გულის კარია, სადაც სიყვარული ცხოვრობს. ოდრი ჰეპბერნი

11. ღამე ბრწყინვალებას ჰმატებს ქალებსა და ვარსკვლავებს. ჯორჯორ გორდონ ბაირონი

12. მე დედა ვარ. დედა კი მარტო არასდროსაა. კატრინ დენევი

13. თანახმა ვარ, ისეთ სამყაროში ვიცხოვრო, რომელსაც მამაკაცები მართავენ, მანამ, სანამ ამ სამყაროში თავს ქალად ვიგრძნობ. მერლინ მონრო

14. თავი შეიკავო, როცა გწყინს და არ მოაწყო სკანდალი, როცა გტკივა – აი, როგორია იდეალური ქალი. კოკო შანელი

15. სჯობს მოღალატე იყო, ვიდრე ერთგული საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ. ბრიჯიტ ბარდო