მთავარი საკითხავი ამონარიდი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის – ილია მეორეს ქადაგებებიდან.

ამონარიდი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის – ილია მეორეს ქადაგებებიდან.

by guramus

ამონარიდი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის – ილია მეორეს ქადაგებებიდან.

1. თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება; თუ გინდა სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი.

2. ადამიანები ბოროტებას საკუთარ თავში ვერ ხედავენ და ცდილობენ, სხვები გამოასწორონ, სინამდვილეში კი, ადამიანმა გამოსწორება საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს.

3. “ადამიანი როგორიც არის შინაგანად, ისე ფიქრობს სხვაზეც. თუ კეთილია და წმიდა, – მას ყველა წმიდანი ჰგონია. თუ ცოდვილია და ბოროტია – თავის თავს კი ვერ ხედავს და ხედავს მხოლოდ სხვის ნაკლს.”

4. გაუფრთხილდით ერთმანეთს. იცოდეთ წარსული უკან აღარასდროს დაბრუნდება. იცით რამდენ რამეს ვინანებთ ? რამდენი რამის შეცვლა მოგვინდება, მაგრამ ამაოდ, მათ სამუდამოდ წარსული მოგვტაცებს, წარსული, რომელიც ვეღარასოდეს გახდება აწმყო. გიყვარდეთ, გიყვარდეთ ერთმანეთი , რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს. ყოველი წამი დააფასეთ. ზოგჯერ შეიძლება ის წამი ინატრო მთელი ცხოვრება.

5. მშობლებო! არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ დასწყევლოთ თქვენი შვილები, არამედ აკურთხეთ, გეცოდებოდეთ და გიყვარდეთ ისინი. იცოდეთ, თქვენი სიტყვები დიდი ძალისაა და აუცილებლად შესრულდება. ბიბლიაც გვასწავლის, რომ კურთხევა მშობლებისა განამტკიცებს შვილების სახლებს, მათ ოჯახებს, წყევლა კი საფუძვლამდე ანგრევს მათ

6. “იცოდეთ, შემოქმედი იმაზე მძიმე ჯვარს არ გარგუნებთ, რისი აღებაც თქვენ არ შეგიძლიათ. სიმშვიდითა და სიმდაბლით მიიღეთ ცხოვრების ტვირთი.”

7. აუცილებელია განმარტოება, ფიქრი, ძიება – საკუთარი სულის საპოვნელად, რათა ჩავიხედოთ საკუთარ გულში და ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

8. თუ ჩვენ ბედნიერება გვინდა, უნდა ვიცოდეთ, რომ ბედნიერება-ეს არის სიხარული, სიხარული კი სიყვარულისგან მომდინარეობს, რაც მეტ სიყვარულს გასცემს ადამიანი, მით უფრო მეტად ივსება ამ გრძნობით, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მარტო ის კი არ უნდა გვიყვარდეს, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, არამედ-ყველა.

9. სიყვარულს შესანიშნავი თვისება აქვ

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: