მთავარი რჩევები უგულავას დიეტა – 4 კვირაში მინუს 15-20 კილო

უგულავას დიეტა – 4 კვირაში მინუს 15-20 კილო

by guramus

წონის პრობლემა ყველა ადამიანს ერთხელ მაინც აწუხებს ცხოვრებაში. ზედმეტი კილოგრამების მოკლება საკმაოდ მტკივნეული პროცესია. თუმცა არსებობს დიეტები, რომლებიც ფორმაში ჩადგომის პროცესს ამსუბუქებენ.

უგულავას დიეტა სწრაფი შედეგისთვის კარგად ნაცადი ხერხია: დანაყრებულიც იქნებით და შედეგსაც მალე ნახავთ.

პერიოდი: 4 კვირა;

მოსალოდნელი შედეგი: – 15-20 კილო

თქვენ დაგჭირდებათ: რძე / ტომატის წვენი / შავი პური / თაფლი / ყავა / კარაქი ლორი / ქათამის თეთრი ხორცი / საქონლის მჭლე ხორცი/კვერცხი / ბულიონი მწვანილისა და ბოსტნეულის გარეშე / ჰოლანდიური ყველი / კიტრისა და პომიდვრის სალათი / ბოსტნეულის სუპი / ჩაი

მითითებები:

შიმშლის დღე
საუზმე და სადილი – 1 ლიტრა რძე (მიიღეთ პატარა ჭიქებით მთელი დღის განმავლობაში).
ვახშამი – 1 ჭიქა ტომატის წვენი, 100 გრამი შავი პური.

ცილების დღე
საუზმე – 100 გრამი შავი პური, 20 გრამი კარაქი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ყავა რძით (შაქრის გარეშე).
სადილი – 100 გრამი ლორი ან ქათამის თეთრი ხორცი ან საქონლის მჭლე ხორცი > ბულიონიონთან (მწვანილის და ბოსტნეულის გარეშე), 100 გრამ გამდნარ ჰოლანდიური ყველთან და 100 გრამ შავ პურთან ერთად.
ვახშამი – 2 ცალი მოხარშული კვერცხი.

ბოსტნეულის დღე
საუზმე – 2 ცალი (ვაშლი ან ფორთოხალი ან ატამი).
სადილი – ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი ბოსტნეული ერთი სუფლის კოვზი ზეთით ), ორი ცალი მოხარშული კარტოფილი და 200 გრამი მოხარშული გაროხი.
ვახშამი – უცხიმო სალათი 3 პომიდვრისა და 2 კიტრისგან. ერთი ჭიქა ჩაი და ერთი ჩაის კოვზი თაფლით.

განსაკუთრებული დღე
საუზმე – უშაქრო ყავა რძით და 100 გრამი ჰოლანდიური ყველით.
სადილი – 100 გრამი (ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქონლის მოხარშული ხორცი) 100 გრამი შავი პურით და 2 მოხარშული კვერცხით.
ვახშამი – ერთი ჭიქა კეფირი.

ცილოვანი დღე
საუზმე – 100 გრამი შავი პური, 20 გრამი კარაქი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, უშაქრო ყავა რძით.
სადილი – 100 გრამი (ლორი ან ქათამის თეთრი ხორცი ან საქონლის მჭლე ხორცი), ბულიონი (მწვანილისა და ბოსტნეულის გარეშე), 100 გრამი გამდნარი ჰოლანდიური ყველი, 100 გრამი შავი პური.
ვახშამი – 2 ცალი მოხარშული კვერცხი.

ბოსტნეულის დღე
საუზმე – 2 ცალი (ვაშლი ან ფორთოხალი ან ატამი)
სადილი – ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი ბოსტნეული ერთი სუფლის კოვზი ზეთით ), ორი ცალი მოხარშული კარტოფილი და 200 გრამი მოხარშული გაროხი.
ვახშამი – უცხიმო სალათი 3 პომიდვრისა და 2 კიტრისგან. ერთი ჭიქა ჩაი და ერთი ჩაის კოვზი თაფლით.

განსაკუთრებული დღე
საუზმე – უშაქრო ყავა რძით და 100 გრამი ჰოლანდიური ყველით.
სადილი – 100 გრამი (ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქონლის მოხარშული ხორცი) 100 გრამი შავი პურით და 2 მოხარშული კვერცხით.
ვახშამი – ერთი ჭიქა კეფირი.

შენიშვნა: დიეტის პერიოდში ნუ მიიღებთ 3-4 ჭიქაზე მეტ სითხეს. უშაქრო ყავა ნებადათულია. სამი კვირა მეორდება ეს დღეეები, ბოლო კვირა კი ამგვარია:

ორშაბათი – 1.5 კგ ვაშლი.

სამშაბათი – 1.5 კგ მოხარშული ქათამი.

ოთხშაბათი – 1.5 კგ კიტრი / პომიდორი.

ხუთშაბათი – 1 კგ მოხარშული ხორცი.

პარასკევი – 0.5 კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი.

შაბათი – 1 ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.

კვირა – 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: