მთავარი საკითხავი “სიყვარულის არ შეგრცხვეს”- რა უანდერძა იპოლიტე ხვიჩიამ შვილიშვილს

“სიყვარულის არ შეგრცხვეს”- რა უანდერძა იპოლიტე ხვიჩიამ შვილიშვილს

by guramus

დიდი ქართველი კომიკოსი, იპოლიტე ხვიჩია და მისი კინო-როლები თითოული ჩვენგანისთვის ძალიან ნაცნობი და საყვარელია. იუმორით ნათქვამი ტკივილი მსახიობს მთელი ცხოვრება თან სდევდა. “ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი ვითომდა იუმორით ვკვდებიო” – ამბობდა იპოლიტე.

სიკვდილის წინ კომიკოსმა შვილიშვილს, მანანა ხვიჩიას ანდერძად რამოდენიმე ფრაზა უსახსოვრა:

“იცოდე, მთელი ცხოვრება გახსოვდეს, არავის დასცინო! სიყვარულის არ შეგრცხვეს, ხანდახან ხმამაღლაც შეიძლება იყვირო, ხომ ვიცით ჩვენ, რომ სიყვარულის დამალვა შეუძლებელია… სიყვარულიც არის და სიყვარულიც – ფულის სიყვარული სიმახინჯეა, ის უნდა მოიხმარო, სხვაგვარად მან დამონება იცის… ფულის შემგროვებელი ადრე ბერდებაო, შვილო…”

თავად იპოლიტეს ყველა განსაკუთრებული სიყვარულით ახსენებდა… არა იმიტომ, რომ კონკრეტული როლები უკვდავყო, არამედ იმიტომ, რომ მსახიობმა თავადაც ზუსტად ისე იცხოვრა, როგორი ანდერძიც დაუტოვა შთამომავლობას.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: