მთავარი საკითხავი “სადაც სიყვარულია, იქ ეჭვიანობაცაა”- ოთარ ჭილაძე სიყვარულზე

“სადაც სიყვარულია, იქ ეჭვიანობაცაა”- ოთარ ჭილაძე სიყვარულზე

by guramus

გთავაზობთ ოთარ ჭილაძის აზრებს სიყვარულზე, ურთიერთობებსა და ცხოვრებაზე. ფრაზები ამოღებულია მწერლის სხვადასხვა შემოქმედებიდან.

  • “ყველაზე დიდი შიში ისაა, რომელსაც ვეღარ გრძნობ.”
  • “რაც გიყვარს, სიყვარულის გამო უნდა გიყვარდეს მხოლოდ და რაც გძულს, ისიც სიყვარულის გამო უნდა გძულდეს.”
  • “შიშის დაძლევა და ტკივილის მოთმენაა სწორედ ვაჟკაცობა, თორემ, არაფრის შიში თუ არა გაქვს და არავითარი გრძნობა არ გაგაჩნია, არც ადამიანი ყოფილხარ და, აქედან გამომდინარე, არავისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, გულადი იქნები თუ მხდალი.”
  • “ერთადერთი გზა შეგუებაა, დანარჩენი თავისით მოვა.”

  • “ადამიანს ბედისა სჯერა და ყოველთვის სჯეროდა, ყოველთვის მის მოლოდინშია და იმის ჩამოსათვლელად, თუ რამდენნაირი სახელი მიუღია მას ადამიანის წარმოდგენაში, არც დრო ეყოფა და არც ქაღალდი.”
  • “ნებაყოფლობითი ქვეშევრდომობა იგივე სიყვარულია.”
  • “ადამიანმა თუ არ იჩქარა, თუ დღესვე არ მიიღო დღეს მისაღები, ხვალ გვიან იქნება და ისეთივე ხელცარიელი, გულცარიელი და თავცარიელი გაბრუნდება უკანვე, მოუსვლელში, ჯანდაბაში, როგორიც იქიდან მოვიდა.”
  • “ადამიანი მარტო არასოდეს არ არის, მარტო თავის თავს არასოდეს ეკუთვნის.”
  • “მიჩვეულს ნუ გადააჩვევ და მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ, ამაშია ადამიანის ბუნების მთელი საიდუმლო.”
  • “გაუზიარებელი ბედნიერება გაზიარებულ უბედურებაზე მწარეა.”
  • “დავიწყება დამარცხებას ნიშნავს.”
  • “სადაც სიყვარულია, იქ ეჭვიანობაცაა. თუ გიყვარს, ეჭვიანობ კიდეც. თუ არ გიყვარს, არც ეჭვიანობ, არც იცი, რას ნიშნავს ეჭვიანობა, როგორი ბრჭყალები აქვს… ყველაფერი სულერთია შენთვის.”
  • “ცოდვა ყარს და არა სიკვდილი.”
  • “ქალს რამეზე ხელი რომ ააღებინო, სამაგიეროს უნდა დაჰპირდე, თან უკეთესს.”