მთავარი ურთიერთობები 7 საიდუმლო ხერხი, რომელსაც ქალები მიმართავენ, რომ მამაკაცები ჭკუიდან გადაიყვანონ

7 საიდუმლო ხერხი, რომელსაც ქალები მიმართავენ, რომ მამაკაცები ჭკუიდან გადაიყვანონ

by guramus

ქალებს უყვართ იმის თქმა, რომ კაცები ძალიან კომპლექსური ქმნილებები არიან. სინამდვილეში ეს პირიქით არის – ქალზე კომპლექსური ქმნილება არ არსებობს. კაცებმა ზუსტად იციან, თუ რა უნდათ თქვენგან, ამას ყოველთვის კონკრეტული მიზეზი აქვს. აქედან გამომდინარე, იმაში ცუდი არაფერია, რომ ხანდახან კაცებს წაეთამაშოთ და ჭკუიდან გადაიყვანოთ.

1 . გარეგნობა – ეს მთავარია

თუმცა კაცები ამბობენ, რომ მათ ნატურალური სილამაზის და ჩვეულებრივად გამოწყობილი ქალები მოსწონთ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მამაკაცები ვიზუალური ქმნილებები არიან, მათ ყველაზე ძალიან თქვენი გარეგნობა, ინტიმური ჩაცმულობა იზიდავთ.

2 . ქალის თეთრეული 

ერთადერთი, რაც მამაკაცს შიშველ ქალზე უყვარს არის სექსუალურ საცვალში გამოწყობილი ქალი. ამას სასწაულების მოხდენა შეუძლია. ყველაზე სექსუალური ფერები, რომლებზეც ისინი გიჟდებიან არის შავი და წითელი. თუ საკუთარი მამაკაცის დაჯილდოვება გსურთ – იყიდეთ სექსუალური თეთრეული.

3 . კარგი სურნელი

კარგი სურნელი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მანიპულატორი, განსაკუთრებით კაცებთან მიმართებაში. იმას, თუ როგორი სურნელი აგდით, ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია თქვენზე. მამრები ამას ქვეცნობიერადვე აღიქვამენ.

4 . მზერა

თუ გსურთ, რომ მამაკაცი დაატყვეოთ, ან თუნდაც იმ დონეზე დააინტერესოთ, რომ თქვენთან გასაცნობად მოვიდეს, მზერა აუცილებელია. შეხედეთ ნაზად, გამომწვევათ, როდესაც მზერას დაგიბრუნებთ, არ გაიხედოთ გვერდით, თვალი თვალში გაუყარეთ და გაუღიმეთ.

5 . ფიზიკური აქტივობა

ყველას გონია, რომ მამაკაცებს ვარჯიში, სირბილი და ცოტა “ბინძური” აქტივობები მხოლოდ თავიანთ მეგობრებთან უნდათ გააკეთონ. ეს სიმართლე არ არის. კაცებს ძალიან უყვართ ქალები, რომლებსაც ხელების დასვრის არ ეშინიათ. წადით სარბენად, ივარჯიშეთ, ბევრი მამაკაცი კარგავს ჭკუას ქალზე, რომელიც ბევრს ვარჯიშობს.

6 . გასუფთავდით ერთად

გაჭუჭყიანების შემდეგ რა უნდა იყოს ყველაზე კარგი, თუ არა გასუფთავება. კაცებს ძალიან უყვართ თავიანთ მანდილოსნებთან შხაპის მიღება. ყველა მამაკაცს არ აქვს ამის ფუფუნება, მაგრამ თუ გინდათ საოცარი ეფექტი მოახდინოთ პარტნიორზე, ეს აუცილებლად უნდა სცადოთ.

7 . სურათი 1,000 სიტყვას უდრის 

არაფერია ცუდი იმაში, რომ ბინძური სურათები გადაიღოთ და თქვენს მამაკაცს გაუგზავნოთ. თუ ის გასულია მეგობრებთან ერთად დასალევად, გადაიღეთ ასეთი სურათი და გაუგზავნეთ, დარწმუნებული იყავით, რომ იგი სახლში კარგ ხასიათზე და სექსუალური ენერგიით აღსავსე დაბრუნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: